რუსეთის ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ სახელმწიფო დუმის არჩევნების წინასწარი მონაცემები გამოაქვეყნა, რომლითაც „ერთიანი რუსეთი“ ლიდერობს

რუსეთის ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ საარჩევნო ბიულეტენების 99.84 %-ის დათვლის შედეგად, სახელმწიფო სათათბიროს არჩევნების წინასწარი მონაცემები გამოაქვეყნა.

ამ მონაცემების მიხედვით, „ერთიანი რუსეთი“ 49.83 %-ით ლიდერობს. მეორე ადგილზეა "რუსეთის კომუნისტური პარტია" - 18.94%-ით. მესამე ადგილზეა "ლიბერალ-დემოკრატიული პარტია" - 7.52 %-ით.

სათათბიროს ქვედა პალატაში ასევე გადიან შემდეგი პარტიები: „სამართლიანი რუსეთი“ – 7.47 % და „ახალი ადამიანები“ – 5.33 %-ით.

გარდა ამისა, წინასწარი მონაცემებით, „ერთიანი რუსეთი“ იმარჯვებს 198 ერთმანდატიან ოლქებში, „კომუნისტური პარტია“ – 9 ოლქში, „სამართლიანი რუსეთი“ - 8 ოლქში.

რუსეთის სახელმწიფო სათათბირო ირჩევა ხუთი წლის ვადით შერეული სისტემით: 225 დეპუტატი პარტიული სიით, 225 ერთმანდატიან ოლქებში ერთ ტურში.

გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა