ლევან იოსელიანი ნიკა მელიას განცხადებაზე - სახტად დავრჩი - მაშინ, რატომ არიან „ივანიშვილის თავყრილობაში“, რატომ შემოვიდნენ პარლამენტში?

„ნაციონალური მოძრაობა“ დღეს აცხადებს, რომ არ აინტერესებთ, დაიბარონ სუს-ის ხელმძღვანელი და მოწვეული იყოს რიგგარეშე სხდომა. მაშინ, რატომ არიან ივანიშვილის თავყრილობაში, თვითონ რატომ შემოვიდნენ პარლამენტში?, - ასე გამოეხმაურა „მოქალაქეების“ ერთ-ერთი ლიდერი ლევან იოსელიანი „ნაციონალური მოძრაობის“ ლიდერის ნიკა მელიას განცხადებას, პარლამენტის რიგგარეშე სხდომის მოწვევასა და სხდომაზე სუს-ის ხელმძღვანელის უფროსის დაბარებას ე.წ. ფარულ ჩანაწერებთან დაკავშირებით.

როგორც იოსელიანმა „პალიტრანიუსის“ გადაცემაში „360 გრადუსი“ განაცხადა, დეპუტატები ახლა ვალდებულები არიან, რომ ე.წ. ფარულ ჩანაწერებთან დაკავშირებით კითხვები დასვან სხდომაზე.

„მოვისმინე „ნაციონალური მოძრაობის“ განცხადება და სიმართლე გითხრათ, სახტად დავრჩი. 5 ივლისის საქმეზე პარლამენტში არ შემოვიდნენ და საგამოძიებო კომისია არ შეიქმნა, იმიტომ, რომ მათ გარეშე არ იქმნება. დღეს აცხადებენ, რომ არ აინტერესებთ, დაიბარონ სუს-ის ხელმძღვანელი და მოწვეული იყოს რიგგარეშე სხდომა. მაშინ, რატომ არიან ივანიშვილის თავყრილობაში, თვითონ რატომ შემოვიდნენ პარლამენტში. ამომრჩევლის წინაშე ხომ აქვთ ანგარიშვალდებულება? ახლა, ჩვენ, პარლამენტის წევრები ვალდებულები ვართ, რომ ამის თაობაზე იმ სტრუქტურის მიმართ მინიმუმ კითხვები დავსვათ და პარლამენტში პოლიტიკური დებატები შედგეს, რასთან გვაქვს საქმე. ეს თუ არ გინდა, აბა, რა გინდა?! თვითმმართველობის არჩევნებში წარმატების მიღწევას როგორ აპირებ, თუ ასეთი მაღალი საზოგადოებრივი ინტერესის დაკმაყოფილების პროცესში მონაწილეობის მიღება არ გინდა. არ ვიცი, წარმოუდგენელია“, - აცხადებს ლევან იოსელიანი.

მან უპასუხა კითხვას, რას ფიქრობს, მმართველი გუნდის მოსაზრებაზე, რომლის მიხედვით, „ნაციონალური მოძრაობა“ ემზადება არეულობისთვის, დესტაბილიზაციისთვის და პარლამენტიდან გასასვლელად.

„ისინი თუ პარლამენტიდან გავლენ, ძალიან კარგად უნდა ესმოდეთ, ამით რას გააკეთებენ. ამით გააკეთებენ იმას, რომ საკონსტიტუციო ცვლილების მიღების შანსს საბოლოოდ მოკლავენ. ეს გამოიწვევს იმას, რომ ამ ქვეყანაში პოლარიზება კიდევ უფრო გაღრმავდება. ჩემი აზრით, ეს იქნება ამ ქვეყნის მიმართ მტრული ნაბიჯი. სხვათა შორის, საკონსტიტუციო ცვლილებებს მათ ხელი მოაწერეს და მართლაც კარი რამ გააკეთეს, მაგრამ ახლა, ამ ყველაფრის მიმართ თავიანთი პოლიტიკური დღის წესრიგის გამო კითხვის ნიშნის დაყენება და წყალში გადაყრა სწორად არ მიმაჩნია“, - განაცხადა ლევან იოსელიანმა.

ინფორმაციისთვის, "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარემ, ნიკა მელიამ "ლელოს" ინიციატივაზე, რომლის თანახმადაც, პარტია პარლამენტის რიგგარეშე სხდომის მოწვევას და სუს-ის ხელმძღვანელის გრიგოლ ლილუაშვილის დაბარებას ითხოვს, განაცხადა, რომ "2 ოქტომბრამდე „ნაციონალური მოძრაობის“ არც ერთ დეპუტატს ივანიშვილის თავყრილობაში მონაწილეობის მისაღებად არ სცალია".

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა