ირაკლი კობახიძე - დარწმუნებული  ვარ, დამაჯერებელ გამარჯვებაში და ძალიან კარგ შედეგში

ჩვენ გვაქვს ძალიან დადებითი მოლოდინი ამ არჩევნებთან დაკავშირებით, მათ შორის კონკრეტულად ამ რეგიონში, დარწმუნებული ვარ დამაჯერებელ გამარჯვებაში და ძალიან კარგ შედეგში - განაცხადა „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ სამეგრელო -ზემო სვანეთში მერობის კანდიდატებთან და შტაბის უფროსებთან გამართული შეხვედრის შემდეგ.

როგორც ირაკლი კობახიძემ აღნიშნა, წინასაარჩევნო კამპანია ბოლო ფაზაში შედის და მნიშვნელოვანი იყო ინფორმაციის გაცვლა საარჩევნო პროცესებთან დაკავშირებით.

„დღეს დავიწყეთ პარტიული შეხვედრები რეგიონებში. წინასაარჩევნო კამპანია ბოლო ფაზაში შედის და ჩვენთვის მნიშვნელოვანი იყო ინფორმაციის გაცვლა საარჩევნო პროცესებთან დაკავშირებით. დღეს გვქონდა შეხვედრა ზუგდიდში, სამეგრელო ზემო სვანეთის რეგიონის საარჩევნო შტაბებთან, პარტიულ ორგანიზაციებთან, განვიხილეთ ყველა საკითხი, რაც უკავშირდება პარტიული ორგანიზაციების, ცხრავე შტაბის მუშაობას რეგიონში. ჩვენ გვაქვს ძალიან დადებითი მოლოდინი ამ არჩევნებთან დაკავშირებით, მათ შორის კონკრეტულად ამ რეგიონში, დარწმუნებული ვარ დამაჯერებელ გამარჯვებაში და ძალიან კარგ შედეგში.

საარჩევნო გარემო არის უპრეცედენტოდ მშვიდი და მშვიდობიანი, რაც არის ძალიან კარგი და მისასალმებელი. იყო ამ დღეებში გარკვეული მცდელობა, რომ ამ ყველაფერში შეეტანათ ნეგატიური მომენტები, თუმცა ჩვენმა ოპონენტებმა ეს ვერ მოახერხეს. როგორც მოგეხსენებათ, იყო ერთი პროვოკაცია, ჯერ ტელევიზიის მხრიდან დაგეგმილი ქარელის ოფისში, შემდეგ იყო ბათუმში, ხელვაჩაურში, პროვოკაციის მცდელობები, თუმცა საბოლოო ჯამში ჩვენმა ოპონენტებმა მიზანს ვერ მიაღწიეს. მადლობას გადავუხდი თითოეულ ჩვენს აქტივისტს იმისთვის, რომ მათ ჰქონდათ შესაბამისი რეაქცია, მიუხედავად ძალიან მძიმე შეურაცხყოფებისა და მოვუწოდებ მათ, მომავალშიც ასე მშვიდად განაგრძონ მუშაობა და როგორი მძიმეც არ უნდა იყოს პროვოკაცია, არ აყვნენ ამ პროვოკაციებს, ჰქონდეთ მშვიდი და სათანადო რეაქცია“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა