თურქეთის საგარეო უწყება - ყირიმში გამართული რუსეთის არჩევნების შედეგებს თურქეთისთვის არანაირი კანონიერი ძალა არ აქვს

ანკარა ანექსირებულ ყირიმში ჩატარებულ რუსეთის საპარლამენტო არჩევნებს არალეგიტიმურად მიიჩნევს.

„თურქეთი მხარს უჭერს უკრაინის ტერიტორიულ მთლიანობას და არ აღიარებს ყირიმის უკანონო ანექსიას. ამ კონტექსტში, 2021 წლის 17-19 სექტემბერს ყირიმში ჩატარებული რუსეთის ფედერაციის სახელმწიფო სათათბიროს არჩევნების შედეგებს თურქეთისთვის არანაირი კანონიერი ძალა არ აქვს“, - აღნიშნულია თურქეთის საგარეო უწყების განცხადებაში.

შეგახსენებთ, რუსეთში საპარლამენტო არჩევნები 17-19 სექტემბერს ჩატარდა. წინასწარი შედეგებით, არჩევნებში მმართველი პარტია, „ერთიანი რუსეთი“ ხმების 49.83 %-ით ლიდერობს.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო