წინასწარი შედეგებით, კანადის საპარლამენტო არჩევნებში ჯასტინ ტრუდოს პარტია ლიდერობს

წინასწარი შედეგების თანახმად, კანადაში ჩატარებულ ვადამდელ საპარლამენტო არჩევნებში პრემიერ-მინისტრ ჯასტინ ტრუდოს „ლიბერალური პარტია“ ლიდერობს.

მედიის ინფორმაციით, საარჩევნო უბნების 42%-მა ნაწილობრივი შედეგები გამოაქვეყნა, რომელიც აჩვენებს, რომ „ლიბერალები“ 156 ოლქში იმარჯვებენ, მათი მთავარი კონკურენტი, „კონსერვატორები“ კი - 121-ში.

ჯერჯერობით უცნობია, შეძლებს თუ არა ტრუდოს პარტია უმრავლესობის მოპოვებას, რისთვისაც, კანადის პარლამენტში სულ მცირე 170 მანდატის მოპოვებაა საჭირო.

არჩევნების წინ, საზოგადოებრივი აზრის გამოკითხვის შედეგები აჩვენებდა, რომ ტრუდოს „ლიბერალური პარტია“ და ერინ ო ტულის „კონსერვატიულ პარტია“ რეიტინგით ძალიან ახლოს იყვნენ ერთმანეთთან. ტრუდომ, რომელიც ორი წლის განმავლობაში უმცირესობის მთავრობას ხელმძღვანელობს, ვადამდელი არჩევნების დანიშვნის შესახებ აგვისტოში გამოაცხადა იმ იმედით, რომ მისი პარტია საპარლამენტო უმრავლესობას მოიპოვებდა.

იხილეთ ვიდეო:წინასწარი შედეგებით, კანადის საპარლამენტო არჩევნებში ჯასტინ ტრუდოს პარტია ლიდერობს

Video Player is loading.
Current Time 0:00
Duration -:-
Loaded: 0%
Stream Type LIVE
Remaining Time -:-
 
1x

ემილ ავდალიანი - რუსეთს საერთაშორისო ასპარეზზე აზერბაიჯანის დამოუკიდებელი პოლიტიკის წარმოება არ აწყობს
ქართული პრესის მიმოხილვა 04.07.2025
სტრატეგიული ბიზნეს რეთრითი შალვა ახრახაძესთან ერთად - იმისთვის, რომ შემდეგ მეტი შეძლო, ხანდახან საჭიროა გაჩერდე
ბიქეი ჰოლდინგმა გიორგი ნატროშვილი თეთრი კვადრატის გენერალურ დირექტორად დანიშნა, რომელიც ინოვაციური მიდგომების დანერგვასა და საერთაშორისო ბაზრების ათვისებაზე გააკეთებს აქცენტებს
ზღაპრული დღე წალკაში – 4 ივლისს KASS LAND-ის ატრაქციონების ახალი პარკი ყველა ბავშვისთვის ღიაა