ყალბი საგადასახადო დოკუმენტის დამზადება-გამოყენების ფაქტზე, ბრალდებულის სახით პასუხისგებაში ერთი პირი მისცეს

საქართველოს საბაჟო საზღვარზე, საბაჟო დეკლარაციაში ყალბი მონაცემების შეტანის გზით, განსაკუთრებით დიდი ოდენობით მოძრავი ნივთის გადმოტანისა და ყალბი საგადასახადო დოკუმენტის დამზადება-გამოყენების ფაქტზე, ბრალდებულის სახით პასუხისგებაში ერთი პირი მისცეს.

ფინანსთა სამინისტროს ინფორმაციით, გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა, მისი მართვის ქვეშ მყოფი კომპანიის სახელით, საქართველოში შემოიტანა 228 150 ლარის ღირებულების 195 ერთეული მოტოციკლი, რომელთა დეკლარირებისას და რეალიზაციისას, უკანონო მატერიალური სარგებლის მიღების მიზნით, საბაჟო დეკლარაციებში და შესაბამის დოკუმენტაციაში დააფიქსირა შემცირებული მონაცემები მოტოციკლეტების ძრავის კუბატურობის მოცულობის თაობაზე, რა გზითაც თავი აარიდა საბაჟო მოსაკრებლებისა და გადასახადების სრულად გადახდას.

საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, კომპანიიდან ამოღებულია საბაჟო წესების დარღვევით იმპორტირებული 39 მოტოციკლი.

გამოძიება მიმდინარეობს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 210-ე მუხლის პირველი და 214-ე მუხლის მე-2 ნაწილებით, რაც სასჯელის სახით ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას 5-დან 7 წლამდე ვადით.

იხილეთ ვიდეო:საგამოძიებო სამსახურმა ყალბი საგადასახადო დოკუმენტის დამზადება-გამოყენების ფაქტზე, პასუხისგებაში ერთი პირი მისცა

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა