ავსტრალიაში ვაქცინაციის საწინააღმდეგო აქციების შემდეგ სამშენებლო ობიექტები დახურეს

ავსტრალიის ხელისუფლებამ მელბურნში სამშენებლო ობიექტები ორი კვირით დახურა, მას შემდეგ, რაც ქალაქში გამართული ვაქცინაციის საწინააღმდეგო აქცია ძალადობაში გადაიზარდა. მედიის ინფორმაციით, საპროტესტო აქციის მონაწილეებმა სამართალდამცავებს ბოთლები და სხვადასხვა საგნები დაუშინეს.

ხელისუფლებამ აქციის დასაშლელად სპეცრაზმი გამოიყვანა.

ვიქტორიის შტატის პოლიციის განცხადებით, დაკავებულია რამდენიმე ადამიანი. პროტესტი გამოიწვია გადაწყვეტილებამ, რომლის თანახმადაც სამშენებლო ობიექტებზე დასაქმებული ადამიანები ვალდებულები არიან, მიმდინარე კვირის პარასკევამდე კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის მინიმუმ ერთი დოზა გაიკეთონ.

“ჩვენ ეს სექტორი ერთი კვირით ადრე გავაფრთხილეთ.შემზარავი ქცევა ვიხილეთ სამშენებლო ობიექტებსა და ქუჩებში. ახლა ჩვენ ვიმოქმედებთ უყოყმანოდ,” - აღნიშნა სამრეწველო ურთიერთობების მინისტრმა ტიმ პალასმა.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო