კახა კუჭავა - თუ მოსმენა უკანონოა, ესაა ყოვლად მიუღებელი და რეაგირება უნდა მოჰყვეს, არ აქვს მნიშვნელობა ვისი მოსმენა ხდება, ჩვეულებრივი ადამიანიც რომ იყოს

თუ მოსმენა უკანონოა, ესაა ყოვლად მიუღებელი და რეაგირება უნდა მოჰყვეს. არ აქვს მნიშვნელობა ვისი მოსმენა ხდება, ჩვეულებრივი ადამიანიც რომ იყოს,- ამის შესახებ პარლამეტის თავმჯდომარემ კახა კუჭავამ განაცხადა, რითაც გამოეხმაურა კალაძის განცხადებას, რომ „აუცილებლად უნდა მოუსმინონ ვინც მოსასმენია და თუ საჭიროა დიპლომატებსაც“.

როგორც კუჭავამ აღნიშნა, თუ სამართლებრივი საფუძველი არ არსებობს, არავის მოსმენა კანონიერი არ არის.

„თუ უკანონო მოსმენაზე ვსაუბრობთ, უკვე დარღვევაა და დანაშაულია. ის, თუ უსაფრთხოების სამსახური ვის ჩათვლის საჭიროდ, რომ მოუსმინოს კანონმდებლობის ფარგლებში, ეს არის ქვეყნის უსაფრთხოების საკითხი და გადასაწყვეტია შესაბაბისი უწყებების მიერ. ის კითხვებია, რომელიც უნდა დაისვას და შესაბამისად, კომპეტენტურმა პირებმა ამ უწყებებიდან წარმომადგენლებმა უნდა გასცენ პასუხი, ამიტომ ჯერჯერობით ეს არის ჭორაობა. არავის მოსმენა არ არის კანონიერი, თუ ამის შესაბამისი სამართლებრივი საფუძველი არ არსებობს“,- განაცხადა კუჭავამ.

რაც შეეხება ფსიქიკური ჯანმრთელობის ასოციაციების განცხადებას იმის თაობაზე, რომ თუ დადგინდება, რომ ფსიქიკური ჯანმრთელობის მქონე ადამიანებსაც უსმენდნენ, მათთვის ეს ჩანაწერები საფრთხის შემცველი იქნება და უნდა განადგურდეს, კუჭავამ უპასუხა, რომ „ზოგადად ყველა ჩანაწერი უნდა განადგურდეს“.

„რასაც ვხედავთ დღეს ტელევიზიებში, ისიც არ არის სწორი, გარკვეული ჩანაწერები რომ გამოდის. მესმის, რომ ეს კარგი საფუძველია, რომ გახდეს სენსაციური ამბის წყარო, თუმცა თუ ვსაუბრობთ იმაზე, რომ უკანონო მოსმენა იყო, ამის გამოტანა რამდენად სწორად მიაჩნია ვინმეს, ეს ყველასთვის პრობლემაა. როგორ შეიძლება ნორმალური ადამიანისთვის არ იყოს პრობლემა, თუ მას უკანონოდ უსმენენ?“- განაცხადა კახა კუჭავამ.

რაც შეეხება იმას, იყვნენ თუ არა ფარული მასალების გავრცელების საკითხზე გამოკითხვაზე „ქართული ოცნების“ ლიდერები, პარლამენტის თავმჯდომარე ამბობს, რომ ინფორმაცია არ აქვს.

ცნობისთვის, კახა კალაძის განცხადებით, უსაფრთხოების სამსახური უნდა იყოს ყოველთვის მოწოდების სიმაღლეზე და „აუცილებლად უნდა მოუსმინონ ვინც სჭირდებათ და მოსასმენია, რა თქმა უნდა, კანონის ფარგლებში. თუ საჭიროა დიპლომატებსაც“.

იხილეთ ვიდეო:კახა კუჭავას განცხადებით, თუ სამართლებრივი საფუძველი არ არსებობს, არავის მოსმენა კანონიერი არ არის

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა