ვიქტორ წილოსანის განცხადებით, დედაქალაქში საზოგადოებრივი ტრანსპორტის მოცდის დროის გაზრდა არა ტრანსპორტის რაოდენობის შემცირებას, არამედ, საცობებს უკავშირდება

თბილისის მერიის ტრანსპორტისა და ურბანული განვითარების სააგენტოს ხელმძღვანელის ვიქტორ წილოსანის განცხადებით, დედაქალაქში საზოგადოებრივი ტრანსპორტის მოცდის დროის გაზრდა არა ტრანსპორტის რაოდენობის შემცირებას, არამედ, საცობებს უკავშირდება.

როგორც წილოსანი აცხადებს, თბილისში ტრანსპორტის რაოდენობა 4 წლის წინ არსებულ მდგომარეობასთან შედარებით ერთნახევარჯერაა გაზრდილი.

„ტრანსპორტის რაოდენობა შემცირებული არ არის, თუ შევხედავთ 4 წლის წინ არსებულ მდგომარეობას, დაახლოებით, ერთნახევარჯერ არის გაზრდილი ავტოპარკის რაოდენობა და სკამების რაოდენობა, ანუ რამდენი მგზავრის გადაყვანა შეუძლია ავტობუსებს. თუმცა, ვინაიდან ქალაქში საცობები გვაქვს, ხდება დაგვიანებები. ამისთვის აუცილებელია იმ ინფრასტრუქტურის შექმნა, რომელიც გულისხმობს საზოგადოებრივი ტრანსპორტისთვის ცალკე გამოყოფილ ზოლებს. ეს ერთი მხრივ, შეამცირებს მოლოდინის დროს და მეორე მხრივ, დააჩქარებს მგზავრთა გადაყვანას.

დღეს დასრულდა ავტობუსების ჩანაცვლების ეტაპი, წელს გვაქვს დაგეგმილი მიკროავტობუსების ჩანაცვლებაც. ასევე იცით, რომ სამჯერ შევამცირეთ მიკროავტობუსების რაოდენობა, მაგრამ გავზარდეთ ავტობუსების რაოდენობა. მიკროავტობუსები აღარ იმოძრავებენ გრძელ მარშრუტებზე. ასევე, მნიშვნელოვანია, რომ გვაქვს ინტეგრირებული სისტემა და ამ სისტემაში მეტროსთან და ავტობუსებთან ერთად მიკროავტობუსებიც არიან ჩართულები. მგზავრებს შეეძლებათ 90 წუთის განმავლობაში მეტროდან და ავტობუსიდან მიკროავტობუსში უფასოდ გადაჯდნენ", - განაცხადა წილოსანმა.

ცნობისთვის, დედაქალაქის მგზავრებს დამატებით ახალი მიკროავტობუსები და 8-მეტრიანი ავტობუსები მოემსახურება. ISUZU-ს მარკის 8-მეტრიანი ავტობუსების და Ford-ის მარკის მიკროავტობუსების პირველი ნაკადი თბილისში უკვე შემოვიდა. მუნიციპალური ავტოპარკის განახლების პროექტის ფარგლებში შესყიდულია 180 ერთეული 8-მეტრიანი ავტობუსი და 300 ერთეული მიკროავტობუსი.

დავით სიხარულიძე - ქართულ-ამერიკული თანამშრომლობა ყოველთვის იყო დაფუძნებული ორ ქვეყანას შორის სტრატეგიულ თანამშრომლობაზე, აშშ-ს მდივნის ვიზიტიც ამის მკაფიო დემონსტრირება გახლდათ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.10.2021
იოსებ ბარათაშვილი - სააკაშვილის პატიმრობაში ყოფნა საქართველოს  ხელისუფლებას საკმაოდ  რთული პრობლემის წინაშე აყენებს
"ავერსსა" და "კავკასიის უნივერსიტეტს" შორის თანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა
ინვესტიცია გუდაურის ოპერირებად სასტუმროში
აზიის განვითარების ბანკმა საქართველოში საცხოვრებელი სახლების პროექტების მდგრადი განვითარებისთვის $10 მილიონიანი სესხი დაამტკიცა
კახა ოქრიაშვილი „ქართული ოცნების“ საარჩევნო კლიპთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს
„დაჭრილ მებრძოლთა მხარდაჭერის ფონდი“ ვეტერანებს ვეტერანის დღეს ულოცავს