ნიკა გვარამია ფარულ ჩანაწერებთან დაკავშირებით გამოკითხვაზე მივიდა

„მთავარი არხის” გენერალური დირექტორი ნიკა გვარამია ფარულ ჩანაწერებთან დაკავშირებით თბილისის პროკურატურაში გამოკითხვაზე მივიდა. როგორც გვარამიამ ჟურნალისტებთან საუბრისას აღნიშნა, რა ინტერესები აქვს გამოძიებას არ იცის, თუმცა სწორი ინტერესიც რომ ჰქონდეთ „ამ საქმეს არავინ გამოიძიებს, ვიდრე ეს ხელისუფლებაა”.

„რა ინფორმაციაც მაქვს ყველაფერს ვიტყვი, წყაროების გარდა. მოვუყვები როგორ გავიგეთ ამ ფაილების შესახებ, მე არ ვიყავი პიროვნება ვინც ეს გაიგო, თუმცა დეტალური ახსნა მაქვს და ვეტყვი პროკურორს. ამის შესახებ ალბათ საჭიროდ ჩათვლიან სხვების გამოკითხვასაც, ამაში ტრაგიკულს ვერაფერს ვხედავ. ცხადია, რომ უნდა იყვნენ დაბარებულები ამ კრებსების შემდგენი ადამიანებიც. რაც შეეხება სასულიერო პირებს, როგორც ირკვევა მათ დიდ ყურადღებას აქცევს სახელმწიფო, შესაბამისად, არ არის გამორიცხული მათთანაც მისულიყვნენ და გამოეკითხათ”, - აღნიშნა ნიკა გვარამიამ.

ცნობისთვის, გასულ კვირას ინტერნეტსივრცეში გავრცელდა მასალები, რომელიც სავარაუდოდ, სუს-ის მიერ ფარული მიყურადების გზით პოლიტიკოსების, სასულიერო პირებისა და ჟურნალისტების მოსმენას და თვალთვალს უკავშირდება. ფარულ ჩანაწერებთან დაკავშირებით პროკურატურამ უკვე გამოკითხა ტელეკომპანია „პირველის“ საინფორმაციო სამსახურის უფროსი ნოდარ მელაძე, „ფორმულას“ საინფორმაციო სამსახურის უფროსი ნანა ინწკირველი, ჟურნალისტი ინგა გრიგოლია, ტელეკომპანია „ფორმულას“ თანამშრომელი მიშა მშვილდაძე და ჟურნალისტი ელისო კილაძე. დაიკითხნენ სხვა ჟურნალისტებიც. ასევე გამოიკითხა „ლელოს“ ლიდერი მამუკა ხაზარაძე.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა