“თალიბანის“ განცხადებით, გოგონების სკოლებში დასაბრუნებლად უსაფრთხო სასწავლო გარემოს შექმნაა საჭირო

გოგონები სკოლებში რაც შეიძლება მალე დაბრუნდებიან, - მედიის ინფორმაციით ამის შესახებ „თალიბანის“ პრესსპიკერმა ზაბიჰულა მუჯაჰიდმა განაცხადა.

მისი თქმით, გოგონების სკოლებში დასაბრუნებლად „უსაფრთხო სასწავლო გარემოს შექმნაა საჭირო“, თუმცა არ დაუკონკრეტებია, რას გულისხმობდა.

სააგენტო „ალ-ჯაზირა“ წერს, რომ ზაბიჰულა მუჯაჰიდის გაურკვეველმა განცხადებამ ქალებსა და გოგონებს შორის კიდევ უფრო გაამძაფრა შიში, რომ „თალიბებმა“, შესაძლოა, ის მკაცრი შეზღუდვები დააბრუნონ, რაც მათი წინა მმართველობის პერიოდში, 1990-იან წლებში მოქმედებდა, როდესაც სკოლაში სიარული ყველა ქალსა და გოგოს ეკრძალებოდა და მუშაობის უფლება მხოლოდ ქალ მედიკოსებს ჰქონდათ.

შეგახსენებთ, შაბათს ავღანეთის განათლების სამინისტრომ გაავრცელა განცხადება, სადაც აღნიშნულია, რომ ყველა მამაკაცი მასწავლებელი და მოსწავლე საგანმანათლებლო დაწესებულებებში უნდა დაბრუნდეს, განცხადებაში არ არიან ნახსენები ქალები და გოგონები.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა