ფინანსთა სამინისტრო აზიის განვითარების ბანკის მიერ საქართველოსთვის 100 მილიონი აშშ დოლარის გამოყოფის თაობაზე განმარტებას აკეთებს

საქართველოს ფინანსთა სამინისტრო აზიის განვითარების ბანკის მიერ ელექტროგადამცემი სექტორის გასაძლიერებლად საქართველოსთვის 100 მილიონი აშშ დოლარის გამოყოფასთან დაკავშირებით განმარტავს, რომ სსე-ს კორპორატიზაციისა და ენერგობაზრის რეფორმების პროგრამის ფარგლებში, საქართველომ აზიის განვითარების ბანკთან ჯერ კიდევ პანდემიამდე პერიოდში, კერძოდ 2018 წელს მიაღწია შეთანხმებას ფინანსური რესურსის მიღების თაობაზე.

ფინანსთა სამინისტროს ინფორმაციით, კონკრეტული მიზნობრიობით გათვალისწინებული თანხის მიღებას წინ უსწრებდა საქართველოს მიერ აღებული ვალდებულებების შესრულება, რაც წარმატებით დასრულდა და ქვეყანას წლის ბოლომდე შეუძლია გამოითხოვოს ფინანსური რესურსი 100 მლნ აშშ დოლარის ოდენობით.

„აღსანიშნავია, რომ თანხა გათვალისწინებულია 2021 წლის სახელმწიფო ბიუჯეტში. აღსანიშნავია, რომ საქართველოს მთავრობა ბოლო წლებია აქტიურად თანამშრომლობს საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტებთან და დონორებთან ქვეყნის განვითარებისთვის საჭირო რეფორმებისა და ინფრასტრუქტურული პროექტების დასაფინანსებლად საჭირო ფინანსური რესურსების მოსაზიდად. მათ მიერ გამოყოფილი მხარდაჭერის შედეგად, ქვეყანაში განხორციელდა არაერთი რეფორმა. ჩვენს პარტნიორებთან მომავალშიც გაგრძელდება თანამშრომლობა და მათი დაფინანსებით არაერთი მნიშვნელოვანი პროექტია დაგეგმილი. რაც შეეხება ევროკავშირის სესხს, რომლის მიღებაზეც საქართველომ თქვა უარი, ფინანსთა სამინისტრომ მიმდინარე წლის 31 აგვისტოს გაკეთებულ განცხადებაში აღნიშნა, რომ მაღალი ეკონომიკური ზრდიდან გამომდინარე, ქვეყანაში გაზრდილია საგადასახადო შემოსავლები და მოსალოდნელია მისი გადაჭარბებით შესრულება, რაც გვაძლევს საშუალებას, უფრო სწრაფად შევამციროთ ვალის აღების მაჩვენებელი. როგორც ცნობილია, 2021 წლის ბიუჯეტში ცვლილებების შედეგად, უკვე შევამცირეთ შიდა ვალის აღება და წელს ვფარავთ 150 მლნ ლარის ოდენობის შიდა ვალს. დამატებითი შემოსავლები გვაძლევს საშუალებას, 2021 წელს ნაწილობრივ შევამციროთ საგარეო ვალის აღებაც, თუმცა მომდევნო წლებში კვლავ გაგრძელდება აქტიური თანამშრომლობა საერთაშორისო პარტნიორებთან და ფინანსური რესურსების მოზიდვა ქვეყნის განვითარებისთვის საჭირო რეფორმებისა და ინფრასტრუქტურული პროექტების დასაფინანსებლად“,- ნათქვამია ინფორმაციაში.

მიხეილ სარჯველაძე - ნაკლებად სავარაუდოა, რომ პარტიამ „ალტერნატივა გერმანიისთვის“ გერმანიის ფედერალურ მთავრობაში მოსვლა შეძლოს - მერცი არ აპირებს დათმოს როგორც კანცლერის, ისე პარტიის თავმჯდომარის პოზიციები
UNFPA-ის დირექტორი საქართველოში - რაც მეტ ინვესტიციას დებს ადამიანი განათლებაში, უფრო გვიან ოჯახდება და შვილებსაც გვიან აჩენს, ეს ნორმალურია, საკითხავია, როგორ შევინარჩუნოთ შობადობა სტაბილურად? - სწორედ ეს არის მილიონ დოლარიანი კითხვა
ქართული პრესის მიმოხილვა 24.09.2026
350 მილიონი ლარი, რომელიც საქართველოს ეკონომიკას დარჩა - როგორ შეცვალა Kursi.ge-მ ვალუტის გაცვლის ბაზარი საქართველოში
“Biograpi Living” დიდუბეში, ყოფილი მაუდის ქარხნის ტერიტორიაზე 500 მილიონი დოლარის ღირებულების საინვესტიციო პროექტს იწყებს
„ხელოვნური ინტელექტი ჯანდაცვასა და მედიცინაში“ - თბილისი საერთაშორისო კონფერენციას (AIMCare 2026) უმასპინძლებს
სილქნეტის ოქროს ნომრების შეძენას ახალი პირობით შეძლებთ
გრინვეის საერთაშორისო პარტნიორები