ლანა გალდავა - ხელისუფლება არჩევნების წინ პატიმრებისთვის გრძელვადიანი პაემნების უფლების აღდგენას, საარჩევნო მიზნით, ამორალურად იყენებს

,,ქართულმა ოცნებამ", როგორც ყოველთვის, პატიმრების კუთვნილი უფლება წინასაარჩევნო მოსყიდვად გამოიყენა , - ამის შესახებ „ლელოს" ისნის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატის ლანა გალდავას მიერ სოციალურ ქსელში გამოქვეყნებულ განცხადებაშია აღნიშნული, რითაც გალდავა პენიტენციურ დაწესებულებაში ხანგრძლივ პაემნებთან დაკავშირებით შეზღუდვების მოხსნას გამოეხმაურა.

გალდავას თქმით, პატიმრების ოჯახების ხმების მიღების სანაცვლოდ, 27 სექტემბერს - არჩევნებამდე ხუთი დღით ადრე, პატიმრებს ოჯახებთან შეხვედრის უფლებას აღუდგენენ, რაც საარჩევნო მიზნებისთვის ადამიანების პირადი ცხოვრებით მანიპულირების ერთ-ერთი ფორმაა.

„არჩევნებამდე ათი დღით ადრე, ,,სპეციალურმა პენიტენციურმა სამსახურმა" გადაწყვიტა, რომ 27 სექტემბრიდან ყველა პენიტენციურ დაწესებულებაში მოხსნას შეზღუდვა ხანგრძლივ პაემნებთან დაკავშირებით. შეგახსენებთ, რომ წელიწადი და შვიდი თვეა ბრალდებულები/მსჯავრდებულები არიან სრულ იზოლაციაში. ,,ლელო" მუდმივად ითხოვდა ზემოაღნიშნულ პირებთან ფსიქოლოგთა დაშვებას, რეაბილიტაციის პროგრამებში მათ ჩართულობას, პირობით ვადაზე ადრე გათავისუფლების კომისიის ფუნქციონირებას, ხანგრძლივი პაემნების უფლების აღდგენას, რისკ ჯგუფებში მყოფი პატიმრების გათავისუფლებას, ამნისტიის შესახებ მსჯელობის დაწყებას... ,,ქართულმა ოცნებამ", როგორც ყოველთვის, პატიმრების კუთვნილი უფლება გამოიყენა წინასაარჩევნო მოსყიდვად. სწორედ პატიმრების ოჯახების ხმების მიღების სანაცვლოდ, ასეთი ცინიკური ფორმით, 27 სექტემბერს, არჩევნებამდე ხუთი დღით ადრე აღუდგენს ოჯახებთან შეხვედრის უფლებას. ზემოაღნიშნული სხვა არაფერია, თუ არა ადამიანების პირადი ცხოვრებით მანიპულირების ერთ-ერთი ფორმა საარჩევნო მიზნებისთვის, რომელიც ლოგიკური გაგრძელებაა უკანონო მოსმენების ამორალური და დანაშაულებრივი ჯაჭვის. მივმართავ პატიმართა ოჯახის წევრებს, მოდით არჩევნებზე და შემოხაზეთ პროდასავლური ოპოზიციური პარტიები, რომლებიც დაასრულებენ ამ ქვეყანაში თქვენი პირადი ცხოვრებით ბინძურ მანიპულაციებს საარჩევნოდ ხმის მიტანის მიზნით", - ნათქვამია გალდავას განცხადებაში.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა