პროკურორის განცხადებით, მამუკა ხაზარაძესა და ბადრი ჯაფარიძეს შეუძლიათ არ დაესწრონ სასამართლო პროცესებს, თუ თავიანთ საქმიანობაში ხელი ეშლებათ

ბრალდებულების პოზიცია, პროკურორის არაკომპეტენტურობასთან დაკავშირებით, შეეხებოდა იმ განცხადებას, რომ თითქოს აღნიშნული ოპერაციებით ზარალი ნახეს, რაც არის სიცრუე - თავიდანვე, თანხები თაღლითურად არის მითვისებული, - ამის შესახებ ე.წ. ფულის გათეთრების საქმეზე ბადრი ჯაფარიძის, მამუკა ხაზარაძისა და ავთანდილ წერეთლის საქმის პროკურორმა, არჩილ ტყეშელაშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა.

როგორც პროკურორმა აღნიშნა, განცხადება იმის შესახებ, რომ მათი სურვილი სასამართლო განხილვას თავიდან ბოლომდე დაესწრონ, სიცრუეა.

არჩილ ტყეშელაშვილის თქმით, ე.წ. ფულის გათეთრების საქმეზე ბრალდებულები პროცესს მხოლოდ ერთი საათის განმავლობაში ესწრებიან.

"ჩვენ დღევანდელ პროცესზე გამოვიკვლიეთ წერილობითი მტკიცებულებები. ეს არის ფინანსური სახის დანაშუალი, შესაბამისად წერილობითი მტკიცებულებები იყო მოცულობითი, სადაც იყო როგორც საბანკო ამონაწერები, გადარიცხვები, ასევე იყო ეროვნული ბანკის დასკვნა, რევიზიის დასკვნები, რომელიც შეეხებოდა ტრანზაქციებს. აღნიშნული ტრანზაქციებით დასტურდება, რომ ადგილი ჰქონდა თანხების თაღლითურად დაუფლებას, შემდგომ გადარიცხვებით და დანაწევრებით, აღნიშნული თანხმების ლეგალიზაციას.

აღნიშნულ საქმეზე პროცესები გაწერილი იყო წინასწარ. რაც შეეხება ბრალდებულების მონაწილეობით პროცესების განხილვას, მათ აქვთ შესაძლებლობა, რომ პროცესები გაიმართოს მათი დასწრების გარეშე, თუ ხელი ეშლებათ თავიანთ საქმიანობაში. პროცესზე ბრალდებულები აცხადებენ, რომ თითქოს მათ სურვილი აქვთ თავიდან ბოლომდე დაესწრონ სასამართლო განხილვას, მაგრამ ესეც სიცრუეა ჩვეულებრივი, ფაქტობრივად, ერთი საათით ესწრებიან პროცესებს, შემდეგ მიდიან და პროცესები მათი მონაწილეობის გარეშე მიმდინარეობს. ამდენად, მათ არანაირი ხელი არ ეშლებათ.

ბრალდებულების პოზიცია, პროკურორის არაკომპეტენტურობასთან დაკავშირებით შეეხებოდა იმ განცხადებას, რომ თითქოს აღნიშნული ოპერაციებით ზარალი ნახეს, რაც არის სიცრუე. თავიდანვე, თანხები თაღლითურად არის მითვისებული. შესაბამისად, ამ თანხების უკან არ დაბრუნებით, თაღლითური სქემით, უშუალოდ სარგებელი ნახეს ბრალდებულებმა, შემდგომ მოახდინეს აღნიშნული თანხების ლეგალიზაცია, ანუ კანონიერი სახის მიცემა და დაზარალდა ბანკი და არცერთი ბრალდებული", - განაცხადა პროკურორმა.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა