ჯო ბაიდენი - აშშ-მ დაასრულა 20- წლიანი კონფლიქტი ავღანეთში და ახლა ვხსნით დაუღალავი დიპლომატიის ახალ ერას

ავღანეთიდან გამოსვლით, აშშ-მა დაასრულა უსასრულო ომების ერა და დაიწყო დაუღალავი დიპლომატიის ეპოქა. ამის შესახებ აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა გაეროს გენერალური ასამბლეის სესიაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

„ჩვენ დავასრულეთ 20 - წლიანი კონფლიქტი ავღანეთში და ახლა ვხსნით ახალ ერას დაუღალავი დიპლომატიისა“ , - აღნიშნა ბაიდენმა.

მისი თქმით, სამხედრო ძალის გამოყენება უკანასკნელი უნდა იყოს და არა უპირველესი - ის არ უნდა იყოს პასუხი მსოფლიოში არსებულ ნებისმიერ პრობლემაზე.

„ეჭვი არ შეგეპაროთ, რომ აშშ დაიცავს თავს და მზად ვიქნებით ძალის გამოსაყენებლად, მაგრამ თითოეული მისია უნდა იყოს ცხადი და მიღწევადი“, - განაცხადა პრეზიდენტმა.

მანვე გაეროს გენასამბლეის სესიაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა, რომ ვაშინგტონი არ მიისწრაფის ახალი „ცივი ომისა“ და მსოფლიო დაყოფისკენ.

„არ გვსურს "ცივი ომის" დაბრუნება, ან ბლოკებად დაყოფილი მსოფლიო. აშშ მზად არის იმუშაოს ნებისმიერ ქვეყანასთან, რომელიც მზად იქნება არსებული პრობლემების გადაწყვეტისთვის“, - განაცხადა ბაიდენმა.

ემილ ავდალიანი - არაბული ქვეყნებისთვის და ირანისთვის ახლო აღმოსავლეთის რეგიონთან ჩინეთის ურთიერთობის სუფთა წარსული მეტად მიმზიდველია
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს