კრემლი ალექსანდრე ლიტვინენკოს გარდაცვალების საქმეზე სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილებას უსაფუძვლოდ მიიჩნევს

ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს დასკვნები ყოფილი ფედერალური უსაფრთხოების სამსახურის (FSB) ოფიცრის, ალექსანდრე ლიტვინენკოს გარდაცვალების შესახებ უსაფუძვლოა, - ამის შესახებ კრემლის პრესსპიკერმა დიმიტრი პესკოვმა განაცხადა.

”ჯერჯერობით არ არსებობს გამოძიების შედეგები, ამიტომ ასეთი განცხადებების გაკეთება მინიმუმ უსაფუძვლოა. ჩვენ არ ვართ მზად, ასეთ გადაწყვეტილებებს მოვუსმინოთ”, - აღნიშნა პესკოვმა.

შეგახსენებთ, ადამიანის უფლებების ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილებით, ყოფილი აგენტის, ალექსანდრე ლიტვინენკოს მკვლელობაზე პასუხისმგებლობა რუსეთს ეკისრება. სასამართლომ რუსეთს ლიტვინენკოს ქვრივისთვის მორალური ზიანის ასანაზღაურებლად 100 000 ევროს, სხვა ხარჯებისთვის კი - 22 500 ევროს გადახდა დააკისრა.

მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ემილ ავდალიანი - არაბული ქვეყნებისთვის და ირანისთვის ახლო აღმოსავლეთის რეგიონთან ჩინეთის ურთიერთობის სუფთა წარსული მეტად მიმზიდველია
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს