ჯო ბაიდენი განვითარებად ქვეყნებში კლიმატურ  პრობლემებთან გასამკლავებლად დაფინანსებას გააორმაგებს

გაეროს გენერალურ ასამბლეაზე აშშ-ს პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა განაცხადა, რომ კონგრესთან ერთად 2024 წლისთვის კლიმატის ცვლილებებთან გასამკლავებლად დაფინანსებას გააორმაგებს. ამის შესახებ ინფორმაციას Reuters-ი ავრცელებს.

აშშ-ს პრეზიდენტის ინიციატივით, კლიმატური პრობლემების შესამცირებლად განვითარებადი ქვეყნებისთვის ისინი დაფინანსებას 11,4 მილიარდ დოლარამდე გაზრდიან.

,,აპრილში გამოვაცხადე, რომ კლიმატური კრიზისის დასაძლევად განვითარებად ქვეყნებს აშშ საერთაშორისო დაფინანსებისთვის გამოყოფილ თანხას გაუორმაგებდა. ამაყი ვარ იმით, რომ კონგრესთან ერთად ვიმუშავებ ამ ციფრების გაორმაგებაში“, - განუცხადა პრეზიდენტმა ასამბლეაზე შეკრებილ ქვეყნის ლიდერებს.

ეკონომიკური თანამშრომლობისა და განვითარების ორგანიზაციის მიერ გასულ კვირას გამოქვეყნებულ ანგარიშში ნათქვამია, რომ მდიდარმა ქვეყნებმა დასახულ მიზანს ვერ მიაღწიეს.

შეთანხმების თანახმად წინა წელს მდიდარ ქვეყნებს განვითარებადი ქვეყნების დასახმარებლად 100 მილიონი დოლარი უნდა გამოეყოთ, თუმცა რეალურად 2019 წლის დაფინანსების მხოლოდ 2 პროცენტით გაზრდა შეძლეს.

მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ემილ ავდალიანი - არაბული ქვეყნებისთვის და ირანისთვის ახლო აღმოსავლეთის რეგიონთან ჩინეთის ურთიერთობის სუფთა წარსული მეტად მიმზიდველია
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს