ანტონიო გუტერეში - მდიდარი ქვეყნების უმრავლესობა აცრილია, ხოლო აფრიკელი მოსახლეობის 90% -ზე მეტი ჯერ კიდევ ელოდება პირველ დოზას

გენერალური ასამბლეის წინაშე სიტყვით გამოსვლისას გაეროს გენერალურმა მდივანმა ანტონიო გუტერეშმამსოფლიოში არსებულ ზოგად გლობალურ სურათზე ისაუბრა. მან Covid-19 ვაქცინის უთანასწორო გავრცელება და კლიმატურ კრიზისზე რეაგირება მკვეთრად გააკრიტიკა.

გუტერეშმა აღნიშნა, რომ მდიდარი ქვეყნების უმრავლესობა აცრილია, ხოლო აფრიკელთა 90% -ზე მეტი ჯერ კიდევ ელოდება პირველ დოზას. ,,ეს არის ჩვენი სამყაროს მორალური მდგომარეობა და სიხარბე. ჩვენ წარმატებით ვაბარებთ გამოცდას მეცნიერებაში, თუმცა ეთიკაში - ვერა“.

გუტერეშმა კლიმატური კრიზისის მოგვარების გადაუდებელ აუცილებლობას გაუსვა ხაზი და აღნიშნა, რომ კლიმატის ცვლილების მთავრობათაშორისი პანელის (IPCC) ანგარიშის მიხედვით ტემპერატურის მატება უფრო სწრაფად მოხდება, ვიდრე ამას ვარაუდობდნენ.

”ჩვენ ვხედავთ გამაფრთხილებელ ნიშნებს ყველა კონტინენტსა და რეგიონში. მაღალი ტემპერატურა, ბიომრავალფეროვნების შემცირება, დაბინძურებული ჰაერი, წყალი, ბუნებრივი სივრცეები და ბუნებრივი კატასტროფების გაზრდილი რაოდენობა ყოველ ჯერზე”,-აღნიშნა გუტერეშმა.

გაეროს გენერალური მდივნის ანტონიო გუტერეშის თქმით, გაეროს კონფერენცია კლიმატური ცვლილებების თემაზე გლაზგოში ნოემბერში ჩატარდება.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კერძო ბიზნესის დახმარება რაიონის სკოლებს - „ნიკორა ჯგუფი“ განათლების მხარდაჭერას აგრძელებს
Hotsale.ge-მ „პრო ბონო მარათონი 2024“-ში მიიღო მონაწილეობა
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო