Reuters – „თალიბანმა“ გაეროში ელჩი წარადგინა და გენერალურ ასამბლეაზე სიტყვით გამოსვლა ითხოვა

„თალიბანმა“ სუჰაილ შაჰინი გაეროში ელჩის თანამდებობაზე წარადგინა და ნიუ-იორკში მიმდინარე მსოფლიო ლიდერების შეხვედრაზე სიტყვით გამოსვლა ითხოვა,- ინფორმაციას Reuters-ი ავრცელებს.

სააგენტოს ცნობით, აღნიშნულთან დაკავშრებით „თალიბანის“ საგარეო მინისტრმა ამირ ხან მუთაქიმ გაეროს გენერალურ მდივანს, ანტონიო გუტერეშს წერილი გაუგზავნა, სადაც ის გენერალურ ასამბლეაზე სიტყვით გამოსვლას ითხოვს.

გუტერეშის პრესსპიკერმა ფაჰრან ჰაკმა დაადასტურა ინფორმაცია წერილის შესახებ და განაცხადა, რომ მოთხოვა გაეროს 9-წევრიან კომიტეტს გადაეგზავნა, რომლის წევრები აშშ, ჩინეთი და რუსეთიც არიან.

Reuters-ი წერს, რომ ნაკლებად სავარაუდოა, კომიტეტი ორშაბათამდე, გენერალური ასამბლეის დასრულებამდე, შეიკრიბოს და ამიტომ საეჭვოა, „თალიბანის“ საგარეო მინისტრმა მსოფლიო ლიდერებს მიმართოს.

ჰაკის ინფორმაციით, „თალიბანის წერილში ასევე ნათქვამია, რომ გაეროში ავღანეთის ელჩი, ღულამ ისაკზაის მისია "დასრულებულად ითვლება და რომ ის აღარ წარმოადგენს ავღანეთს.“

გენერალური ასამბლეის წესების შესაბამისად, ღულამ ისაკზაი თანამდებობაზე მანამდე უნდა დარჩეს, სანამ გაეროს უფლებამოსილებების კომიტეტი გადაწყვეტილებას მიიღებს.

კომიტეტი, გაეროს წევრების უფლებამოსილების საკითხის განსახილველად, ტრადიციულად ოქტომბერში, ან ნოემბერში იკრიბება.

ანდრო გოცირიძე - პოლიტიკური სარგებლის მიღების მიზნით, მმართველი პარტია არ ერიდება მოსახლეობის დაპირისპირებას, პოლარიზაციის გაღვივებას და აღვირახსნილ ანტიდასავლურ კამპანიასაც კი
მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
აკადემიკოსი გიორგი ჯაფარიძე - ქვეყანა რომ წარმოდგენილი იყოს მსოფლიოს სამეცნიერო რუკაზე, აუცილებელია მასში მცხოვრები მეცნიერები თავისი საქმიანობით მონაწილეობდნენ საერთაშორისო სამეცნიერო პროცესში
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
„გავერთიანდეთ ჩვენი გმირებისთვის“ - სილქნეტი დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს
საქართველოს უნივერსიტეტი -  iOS LAB Apple ავტორიზებული სასწავლო ცენტრი
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს