ირაკლი ღარიბაშვილმა, ნიუ-იორკში, სებასტიან კურცთან პირისპირ შეხვედრის შემდეგ, მონაწილეობა მიიღო მაღალი დონის დიალოგში ავღანეთის თემაზე, რომელიც ავსტრიის კანცლერის ორგანიზებით გაიმართა

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი, ნიუ-იორკში, გაეროს გენერალური ასამბლეის ფარგლებში, ავსტრიის კანცლერს, სებასტიან კურცს შეხვდა.

შეხვედრისას აღინიშნა, რომ 2022 წელს ორ ქვეყანას შორის დიპლომატიური ურთიერთობების დამყარებიდან 30 წელი სრულდება და მისასალმებელია, რომ ორმხრივი თანამშრომლობა, როგორც ორმხრივ, ისე მრავალმხრივ ფორმატებში აქტიურად ვითარდება.

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ავსტრიის კანცლერს საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიების არაღიარების პოლიტიკისთვის, ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტის და ქვეყნის ევროპული ინტეგრაციის მტკიცე მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა.

საუბარი შეეხო ევროპული ინტეგრაციის გზაზე საქართველოს მიერ მიღწეულ პროგრესს. მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, რომ ასოცირების შეთანხმებისა და ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი სავაჭრო სივრცის შესახებ შეთანხმების განხორციელება საქართველოს მთავრობისთვის პრიორიტეტულია. ყურადღება დაეთმო აღმოსავლეთ პარტნიორობის მომავალ სამიტს, ასევე ევროკავშირის ეკონომიკურ და საინვესტიციო გეგმას აღმოსავლეთ პარტნიორობის რეგიონისთვის და გაფართოებული ჩართულობისა და ინტეგრაციის შესაძლებლობების გაჩენის აუცილებლობას ევროკავშირსა და ასოცირებულ ტრიოს შორის.

განსაკუთრებული ყურადღება გამახვილდა საქართველოს მნიშვნელოვან როლზე ავღანეთიდან ევაკუაციის ძალისხმევაში. პრემიერმა აღნიშნა, რომ თბილისის საერთაშორისო აეროპორტი გახდა სატრანზიტო ჰაბი ავღანეთიდან კოალიციური ძალების გაყვანის პროცესში და 250-ზე მეტი ფრენა მიიღო, ამასთან, საქართველომ უზრუნველყო რამდენიმე საერთაშორისო ორგანიზაციის თანამშრომლების დროებითი რელოკაცია.

ორმხრივ ურთიერთობებზე საუბრისას, მხარეებმა გამოთქვეს მზადყოფნა თანამშრომლობის შემდგომი გაღრმავებისთვის, მათ შორის ეკონომიკის, ტურიზმის, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის, განათლებისა და კულტურის, რეგიონული თანამშრომლობისა და სხვა არაერთი მიმართულებით. აღინიშნა, რომ სავაჭრო-ეკონომიკური კავშირების განვითარების კუთხით ხელშესახები შედეგების მისაღწევად დიდი მნიშვნელობა ენიჭება ერთობლივი ეკონომიკური კომისიის, ისევე როგორც სავაჭრო მისიების და სხვა ფორმატების გამოყენებას.

შეხვედრისას აღინიშნა ავსტრიასთან წარმატებული და ეფექტური თანამშრომლობა ავსტრიის განვითარების სააგენტოს( ADA) მეშვეობით, ასევე ავსტრიის აქტიური ჩართულობა ევროკავშირის მიერ დაფინანსებულ დაძმობილების პროექტებში.

საუბრისას, ასევე ხაზი გაესვა საერთაშორისო ორგანიზაციების ფარგლებში ნაყოფიერ თანამშრომლობას. საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ავსტრიის კანცლერს გაეროში საქართველოს ინიციატივებისა და საქართველოსთან დაკავშირებული რეზოლუციების მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა და იგი საქართველოში მიიწვია.

ორმხრივი შეხვედრის დასრულების შემდეგ, პრემიერ-მინისტრმა ავსტრიის კანცლერის მიერ ავღანეთის თემაზე ორგანიზებულ მაღალი დონის დიალოგში მიიღო მონაწილეობა. შეხვედრაზე, რომელიც სამუშაო ლანჩის ფორმატში გაიმართა, განიხილეს ავღანელი ხალხის, განსაკუთრებით ქალებისა და გოგონების უფლებების დაცვა, როგორც ავღანეთში, ასევე რეგიონში. მაღალი დონის დიალოგში ავსტრიის, დანიის, ჩეხეთის, ფინეთის, ნორვეგიის, საბერძნეთის, ტაჯიკეთის საგარეო საქმეთა მინისტრებმა, ყაზახეთის ვიცე-პრემიერმა და საგარეო ურთიერთობათა საკითხებში კატარის სახელმწიფო მინისტრმა მიიღეს მონაწილეობა. შეხვედრას ასევე ესწრებოდნენ ავღანეთის მუდმივი წარმომადგენელი გაეროში, გაეროს ლტოლვილთა სააგენტოს, გაეროს განვითარების პროგრამის, გაეროს ქალთა ორგანიზაციის, გაეროს ბავშვთა ფონდის, ევროკომისიისა და წითელი ჯვრის საერთაშორისო საზოგადოების წარმომადგენლები.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა