გიორგი ტყემალაძე წყნეთისა და ნუცუბიძის მეოთხე პლატოს მოსახლეობას შეხვდა

„ქართული ოცნების" ვაკის რაიონის მაჟორიტარობის კანდიდატი გიორგი ტყემალაძე, წინასაარჩევნო კამპანიის ფარგლებში, წყნეთისა და ნუცუბიძის მეოთხე პლატოს მოსახლეობას შეხვდა.

პარტიის პრესსამსახურის ცნობით, გიორგი ტყემალაძემ მოსახლეობის მოსაზრებები მოისმინა და იმ პროექტებზე ისაუბრა, რომელთა განხორციელებაც მომდევნო ოთხი წლის განმავლობაში იგეგმება.

მისი თქმით, ერთობლივი მუშაობითა და მოსახლეობის აქტიური ჩართულობით, თბილისი უნდა გახდეს კიდევ უფრო ლამაზი და კომფორტული თანამოქალაქეებისთვის.

„ვაგრძელებთ მოსახლეობასთან შეხვედრებს, ვეცნობით მათ მოსაზრებებს და ვსაზღვრავთ იმ პრიორიტეტებს, რომლებიც ვაკის რაიონისთვის მნიშვნელოვანია. ჩვენ, ჩვენი გადაწყვეტილებებით და განხორციელებული რეფორმებით, დავამტკიცეთ, რომ გვაქვს ქალაქის განვითარების სწორი ხედვა. გამარჯვების შემდეგ კი, თქვენი მხარდაჭერით და ჩართულობით, კიდევ უფრო ბევრ და მნიშვნელოვან პროექტს განვახორციელებთ, რადგან სწორედ თქვენ ხართ ის ადამიანები, რომლებმაც ყველაზე უკეთ იცით, თუ რა სჭირდება თქვენს უბანს", - განაცხადა გიორგი ტყემალაძემ.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა