ანა ბიბილაშვილი - გახარიასა და კალაძეს შორის ფუნდამენტურ განსხვავებას ვერ ვხედავ, ისინი “ქართული ოცნების” წევრები არიან

“ლელოს” თბილისის მერობის კანდიდატის ანა ბიბილაშვილის განცხადებით, ოპონენტებმა ბუნდოვანი პასუხი გასცეს მის მიერ დასმულ კითხვას, თუ რა განასხვავებს პარტია „საქართველოსთვის“ თავმჯდომარე გიორგი გახარიასა და „ქართული ოცნების“ მერობის კანდიდატს კახა კალაძეს ერთმანეთისგან.

როგორც ბიბილაშვილი აღნიშნავს, გახარიამ და კალაძემ კითხვის შინაარსი მხოლოდ ვიზუალურ მხარეს დაუკავშირეს და მათი პარტიული შესაძლო მსგავსების შესახებ დასმულ კითხვაზე პასუხს თავი აარიდეს.

“ლელოს” აქვს მასშტაბური ხედვა, რა სჭირდება დედაქალაქს, ეს არ არის მხოლოდ ბრჭყვიალა პრეზენტაცია. კითხვა მაქვს “ქართულ ოცნებასთან”, თავად გადაწყვიტონ კალაძე მიპასუხებს თუ გახარია, ეს არის ერთი ძალა, რომელმაც ამ ქვეყანას სერიოზული პრობლემა მოუტანა, რომელმაც ადამიანებს უღალატა. ასეთი კითხვა მაქვს მათთან, რა განსხვავებაა მათ შორის? მე ვერ ვხედავ ფუნდამენტურ განსხვავებას იმიტომ, რომ ისინი ჩვენთვის ერთი გუნდის წევრები არიან. თუ ფიქრობენ, რომ ხალხს რამდენიმეთვიანი მეხსიერება აქვს, ცდებიან“,- განაცხადა ბიბილაშვილმა.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა