ბრაზილიის ჯანდაცვის მინისტრს, რომელიც გაეროს გენერალურ ასამბლეასთან დაკავშირებით ნიუ-იორკში იმყოფება, კორონავირუსი დაუდასტურდა

ბრაზილიის ჯანდაცვის მინისტრს მარსელო ქიუროგას, რომელიც ბრაზილიის მთავრობის სხვა წევრებთან ერთად გაეროს გენერალურ ასამბლეასთან დაკავშირებით ნიუ-იორკში იმყოფება, კორონავირუსი დაუდასტურდა, - ინფორმაციას The Guardian-ი ავრცელებს.

ბრაზილიის მთავრობაში აცხადებენ, რომ მინისტრის ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია და ის იზოლაციაშია. მარსელო ქიუროგას ვირუსი მას შემდეგ დაუდასტურდა, რაც ბრაზილიის პრეზიდენტი, ჟაირ ბოლსონარუ გენერალურ ასამბლეაზე სიტყვით გამოვიდა.

მიმდინარე კვირას პრესასა და სოციალურ ქსელებში რამდენიმე ფოტოსურათი გავრცელდა, სადაც პრეზიდენტი და ჯანდაცვის მინისტრი გვერდიგვერდ დგანან სხვადასხვა ღონისძიების დროს.

ჟაირ ბოლსონარუ, რომელმაც ვირუსი გასულ წელს გადაიტანა, ვაქცინირებული არ არის.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო