თენგიზ თევზაძე - დმანისში დაპირისპირების საფუძველი არის ის სიძულვილის კამპანია, რომელიც მმართველი პოლიტიკური პარტიის მიერ ხორციელდება

მოვუწოდებთ მმართველ და სხვა პოლიტიკურ პარტიებს, შეჩერდეს პოლარიზება, ცენტრალურ საარჩევნო კომისიას და მმართველ პარტიას ვთხოვთ, მოახდინონ რეაგირება, - ამის შესახებ სამოქალაქო პლატფორმა 20/20 -ის აღმასრულებელმა დირექტორმა თენგიზ თევზაძემ განაცხადა.

როგორც თევზაძემ ბრიფინგზე განაცხადა, „ქართული ოცნების“ მიერ განხორციელებული „სიძულვილის კამპანია“ მათ ამომრჩევლებში მოტივაციის გაზრდას ისახავს მიზნად, „რათა უფრო მეტი აგრესია და დაპირისპირება იყოს“.

„ცესკო-ს არააქტიურობასთან ერთად მნიშვნელოვანია ყურადღება გავამახვილოთ იმ სიძულვილის კამპანიაზე, რომელსაც ბოლო 10 დღის მანძილზე ვხვდებით, მათ შორის, დმანისში მომხდარ დაპირისპირებაზე, რომლის საფუძველი არის ის სიძულვილის კამპანია, რომელიც მმართველი პოლიტიკური პარტიის მიერ ხორციელდება. ამით „ქართული ოცნება“ მხარდამჭერებში მოტივაციას ზრდის, რათა უფრო მეტი აგრესია და დაპირისპირება იყოს.

ბოლო 10 დღეში გვაქვს დაახლოებით 5 ინციდენტი, მმართველმა პარტიამ დაიწყო სიძულვილის კამპანია. მოვუწოდებთ, როგორც მმართველ, ასევე სხვა პოლიტიკურ პარტიებს, შეჩერდეს რადიკალური პოლარიზება, ვინაიდან 2021 წლის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები მნიშვნელოვანი გამოწვევაა ქართული დემოკრატიისთვის. ცენტრალურ საარჩევნო კომისიასთან ერთად, მმართველ პარტიას ვთხოვთ მოახდინოს რეაგირება. ცესკო-მ იმოქმედოს მისი უფლებამოსილების ფარგლებში, მმართველმა პოლიტიკურმა პარტიამ კი შეაჩეროს ეს სიძულვილის კამპანია, რომელიც ხელს უწყობს მხარეებს შორის ფიზიკურ დაპირისპირებას“, - განაცხადა თევზაძემ.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა