ჯანდაცვის მინისტრის განცხადებით, ეპიდემიოლოგიური მდგომარეობა დასტაბილურდა, თუმცა ინფიცირებულთა რიცხვის მკვეთრი კლება აღარ შეინიშნება, რაც საყურადღებოა

ეპიდემიოლოგიური მდგომარეობა დასტაბილურდა, თუმცა ინფიცირებულთა რიცხვის მკვეთრი კლება აღარ შეინიშნება, რაც საყურადღებოა, - ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრმა ეკატერინე ტიკარაძემ ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა.

მისი თქმით, საავადმყოფოებში ადგილების დეფიციტი არ არის და ამ მიმართულებითაც მდგომარეობა სტაბილურია.

„ეპიდემიოლოგიური სიტუაცია ნამდვილად დასტაბილურდა, თუმცა ასევე უნდა აღინიშნოს, რომ მკვეთრი კლება აღარ შეინიშნება, რაც ასევე არის საყურადღებო და ჩვენ ვსაუბრობთ იმასთან დაკავშირებით, თუ რა რეკომენდაციები იქნება გაცემული საბჭოს მიმართებაში ჯანდაცვის სამინისტროს და დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის მხრიდან იმისათვის, რომ ინფიცირებულთა კლება კვლავ ინტენსიურად გაგრძელდეს. ჯერჯერობით არ გვაქვს ზუსტი გეგმა ამასთან დაკავშირებით ჩამოყალიბებული, თუმცა სამინისტროს და დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ინტენსიური კონსულტაციის ფარგლებში ამასთან დაკავშირებით მიმდინარეობს გარკვეული კონსულტაციები. საავადმყოფოებში არის სტაბილური მდგომარეობა, ჩვენ არ გვაქვს ადგილების დეფიციტი, თუმცა, რა თქმა უნდა, ვინარჩუნებთ იმ მობილიზაციას, რომელიც გამოცხადებული იყო ამ პერიოდამდე“, - განაცხადა მინისტრმა.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა