გია ვოლსკი - დანაშაულის და სამართლის წინაშე ყველა ერთნი ვართ, რომელ პარტიასაც არ უნდა წარმოვადგენდეთ

ნაცმოძრაობის“ მიერ ყველაფერი გაკეთდება, რომ არჩევნების წინაპერიოდი ასეთი ფაქტებით იყოს დახუნძლული, - ამის შესახებ პარლამენტის პირველმა ვიცე-სპიკერმა გია ვოლსკიმ განაცხადა, რითაც დმანისში მომხდარი ინციდენტი შეაფასა.

მისი თქმით, პროვოცირების ის ხარისხი, რომელიც ბოლო პერიოდის განმავლობაში აჩვენა „ნაცმოძრაობამ“ წარსულში უნდა დატოვონ.

„მას შემდეგ რაც ბათუმის ინციდენტი ვნახე და ბევრი სხვა მაგალითი შემიძლია მოვიყვანო თუ როგორ უკეთებენ პროვოცირებას ამ დაძაბულობას და მუშტიკრივს და ჩემი როგორც ადამიანის შეხედულება, რასაკვირველია, საკმაოდ ნათელია. „ნაცმოძრაობის“ მიერ ყველაფერი გაკეთდება, რომ არჩევნების წინა პერიოდი იყოს დახუნძლული ასეთი ფაქტებით. რეალობა ეს არის, ამ რეალობას თვალი უნდა გავუსწოროთ და ყველას მოვუწოდოთ ნებისმიერი პოლიტიკური გემოვნების ადამიანს და პოლიტიკურ სუბიექტს, პატივი ვცეთ საზოგადოებას და პროვოცირების ეს ხარისხი, რომელიც ბოლო პერიოდის განმავლობაში გვიჩვენა „ნაცმოძრაობამ“ უნდა გადავდოთ წარსულში, მაგრამ ამასთანავე ყველას უნდა გვახსოვდეს დანაშაულის და სამართლის წინაშე ყველა ერთნი ვართ, რომელ პარტიას არ უნდა წარმოვადგენდეთ“, - განაცხადა ვოლსკიმ.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა