ირაკლი ზარქუა განმარტავს, რატომ აიღო საქართველომ სესხი აზიის განვითარების ბანკისგან, მაშინ როდესაც ცოტა ხნის წინ  ევროკავშირის სესხზე უარი თქვა

„ქართული ოცნების“ წევრი ირაკლი ზარქუა განმარტავს, რატომ აიღო საქართველომ სესხი აზიის განვითარების ბანკისგან, მაშინ როდესაც ცოტა ხნის წინ ხელისუფლებამ ევროკავშირის სესხზე უარი თქვა.

როგორც ზარქუამ ჟურნალისტებს განუცხადა, სესხი, რომელიც აზიის განვითარების ბანკმა საქართველოს დაუმტკიცა, 2019 წლის ტრანშის ნაწილია.

„2019 წელს შეთანხმების საფუძველზე ენერგეტიკის სექტორში უნდა გადაგვედგა გარკვეული ნაბიჯები და შემდეგ ხდებოდა რატიფიცირება. ეს თემაა ახლა სწორედ. დაახლოებით 100 მლნ-ის ფარგლებშია ეს მნიშვნელოვანი დახმარება, გვერდში დგომაა და ამას მივიღებთ. ზოგადად, 2019 წლის შემდეგ საქართველომ დაახლოებით 2 მლრდ-მდე შეღავათიანი სესხი უნდა მიიღოს, თუმცა ნაწილი უკვე ათვისებული გვაქვს, ნაწილზე უარი ვთქვით იმიტომ, რომ ეკონომიკური ზრდის პროგნოზი წლის დასაწყისში დაახლოებით 4% იყო, ახლა უკვე საუბარია ორნიშნა ციფრზე. ორნიშნა ეკონომიკური ზრდა ნიშნავს დამატებით შემოსავლებს და ამის დადასტურება იყო ის, რომ ჩვენი ბიუჯეტი მილიარდ 174 მლნ-ით გავზარდეთ. ახლა ჩვენი ასიგნებები შეადგეს დაახლოებით 19 მლრდ-მდე ლარს. ეს მიუთითებს იმაზე, რომ ეკონომიკური ზრდა გვაქვს და შემოსვალებიც იზრება. საგარეო ვალი, რომელიც საგანგებო ნიშნულზე - 60%-ზე იყო, წლის ბოლოს შეგვიმცირდება 54%-მდე. აქედან გამომდინარე, ჩვენ შეიძლება გარკვეული სესხების მხარდაჭერაზე უარის თქმა მოგვიწიოს. ამის შესაძლებლობას გვაძლევს ეკონომიკური ზრდა“,- განაცხადა ზარქუამ.

მისივე თქმით, მცდარია შეხედულება, რომ საქართველოს ევროატლანტიკური მომავალი ერთ სესხზეა მიბმული.

„მცდარი შეხედულებაა, თუ გგონიათ, რომ საქართველოს ევროატლანტიკური მომავალი ერთ სესხზეა მიბმული. ეს კონსტიუტუციაში გავწერეთ, ჩვენი გუნდის დამსახურებით და ამას წყალი არ გაუვა. 2024 წელს ღირსეულ განცხადებას გავაკეთებთ ევროკავშირის წევრობაზე“,- განაცხადა ზარქუამ.

ცნობისთვის, აზიის განვითარების ბანკმა საქართველოს ელექტროგადამცემი სექტორის გაძლიერებისთვის 100 მილიონი დოლარის ოდენობის საბიუჯეტო სესხი დაამტკიცა. შეგახსენებთ, რომ ევროკავშირის სესხის მეორე ნაწილის აღებაზე საქართველოს მთავრობამ უარი თქვა, რის მიზეზად ამბობდნენ, რომ საგარეო ვალის შემცირება სურთ.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა