დავით სერგეენკო - ევროკავშირში საქართველოს ელჩის დაბარება არ ნიშნავს იმას, რომ კონვენციის დადასტურებულ დარღვევას აქვს ადგილი - პოლიტიკურად სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია გამოძიებამ სწრაფად დადოს შედეგები

ის, რომ ევროკავშირში საქართველოს ელჩი დაიბარეს, ეს არ ნიშნავს იმას, რომ კონვენციის დადასტურებულ დარღვევას აქვს ადგილი - პოლიტიკურად სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია გამოძიებამ სწრაფად დადოს შედეგები, - ასე ეხმიანება საპარლამენტო უმრავლესობის წევრი, ვიცე - სპიკერი დავით სერგეენკო ჟურნალისტებთან ე.წ. ფარულ მოსმენებთან დაკავშირებით ევრომავშირის ელჩის, კარლ ჰარცელის განცხადებას.

მისი თქმით, მსგავსი საკითხების მიმართ ზოგადად, ინსტიტუციები და მით უმეტეს ევროკავშირი დიდ ყურადღებას და სიფრთხილეს იჩენს.

„რაც ე.წ. უკანონო მოსმენების საქმე საინფორმაციო სივრცეში დომინანტია, რა თქმა უნდა, რეზონანსული საკითხია და აქ ნახსენები იყო მთელი ინსტიტუციები. ევროკავშირის ეს ნაბიჯი ერთი მხრივ გასაგებია, მაგრამ მეორე მხრივ, ხაზგასასმელია, აუცილებელია, რომ დადასტურდეს უტყუარად, აქედან რა იყო მართალი და რა ტყუილი. გამოძიება მიმდინარეობს და კიდევ ერთხელ მინდა ხაზგასმით ვთხოვო გამოძიებას, მაქსიმალურად შემჭიდროებულ ვადებში უტყუარი ინფორმაცია გამოაქვეყნონ საზოგადოებრივი ინტერესის გამო.

რა თქმა უნდა, როცა ასეთი საკითხი ეხება ინსტიტუციებს, ეს ინსტიტუციები და მით უმეტეს, ევროკავშირი ყოველთვის სიფრთხილეს და მაქსიმალურ ყურადღებას იჩენს ამ საკითხებისადმი,"- განაცხადა სერგეენკომ.

საქართველოში ევროკავშირის ელჩის კარლ ჰარცელის განცხადებით, ევროკავშირი ბუნებრივად არ მიიჩნევს იმ ფაქტს, რომ საქართველო, რომელიც ევროკავშირის ახლო მეგობარი და პარტნიორია, მსგავსი სახის აქტივობაში იყოს ელჩების წინააღმდეგ ჩართული. მისი განმარტებით, ეს კითხვის ნიშნებს აჩენს ვენის კონვენციიდან გამომდინარე, რომელიც აწესრიგებს დიპლომატიურ ურთიერთობებს. როგორც კარლ ჰარცელმა აღნიშნა, სწორედ ფარულ ჩანაწერებთან დაკავშირებით იყო გუშინ ბრიუსელში ევროკავშირის სათავო ოფისში დაბარებული საქართველოს ელჩი ევროკავშირში.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა