მარიამ ქვრივიშვილი - საქართველო იქნება ერთ-ერთი მოწინავე აეროპორტებს შორის ვაქცინაციის მაღალი ტემპით, რაც მოგზაურებისთვის უსაფრთხო და მაღალი ხარისხის მომსახურებას უზრუნველყოფს

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ორგანიზებით, დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის გენერალურ დირექტორ ამირან გამყრელიძესთან საქართველოს აეროპორტების თანამშრომელთა ონლაინ შეხვედრა გაიმართა, - ამის შესახებ ინფორმაციას ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო ავრცელებს.

სამინისტროს ინფორმაციით, შეხვედრაზე ყურადღება გამახვილდა კოვიდ-პანდემიასთან ბრძოლაში ვაქცინაციის როლზე და აღინიშნა, რომ ამ ეტაპზე იმუნიზაცია პანდემიის დასრულების ერთადერთი საშუალებაა. შეხვედრას ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე მარიამ ქვრივიშვილი უძღვებოდა, შეხვედრაში ასევე მონაწილეობდა საქართველოს აეროპორტების გაერთიანების დირექტორი თამარ არჩუაძე.

„საქართველოს აეროპორტებში დასაქმებული ადამიანების ვაქცინაცია ძალიან მნიშვნელოვანია. ამით, პირველ რიგში, მათი უსაფრთხოება იქნება უზრუნველყოფილი, მეორე მხრივ კი, ამით თითოეულ აეროპორტში ე.წ. „მწვანე ზონები“ გვექნება. ვფიქრობ, რომ საქართველო გამორჩეული იქნება აეროპორტებში დასაქმებული პერსონალის ვაქცინაციის მაღალი მაჩვენებლით, რაც როგორც შიდა, ისე საერთაშორისო მოგზაურებისთვის უსაფრთხო და მაღალი ხარისხის მომსახურებას უზრუნველყოფს,“ - განაცხადა მინისტრის მოადგილემ.

მარიამ ქვრივიშვილმა ონლაინ-შეხვედრაში მონაწილეობისთვის დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრს და მის ხელმძღვანელს ამირან გამყრელიძეს მადლობა გადაუხადა.

ონლაინ შეხვედრაზე აღინიშნა, რომ საქართველოს აეროპორტებში თანამშრომელთა მასობრივი ვაქცინაცია აქტიურად ხორციელდება. ამირან გამყრელიძემ მადლობა გადაუხადა აეროპორტების თანამშრომლებს, რომლებმაც მაღალი საზოგადოებრივი თვითშეგნება გამოიჩინეს და სრულად ვაქცინირებული არიან.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა