მედიის ინფორმაციით, რუსეთში კორონავირუსის ახალი ვარიანტი აღმოაჩინეს

რუსეთში კორონავირუსის ახალი ვარიანტი აღმოაჩინეს, რომელიც“ ბეტა“ და „დელტა“ შტამების შერწყმის შედეგად წარმოიქმნა, - ამის შესახებ ინფორმაციას რუსული მედია Tass.ru ავრცელებს.

ბიოლოგების განცხადებით, ზაფხულის დასაწყისში რუსეთისა და გერმანიის ტერიტორიებზე კორონავირუსის ახალი ვარიანტების გავრცელება დაიწყო, რომლის გენომშიც „ბეტა“ და „დელტა“ ვარიანტების მუტაციების შერწყმა აღმოჩნდა.

მეცნიერები აცხადებენ, რომ ვირუსის ეს სახეობა თებერვლიდან გამოჩნდა და მისი გავრცელება აქტიურ ფაზაში ზაფხულის დასაწყისში შევიდა.

„კორონავირუსის ეს სახეობა რუსეთის ტერიტორიაზე ჯერ კიდევ თებერვალში გამოჩნდა, თუმცა მისი აქტიურად გავრცელება მაის-ივნისის თვეში დაიწყო. ახალი შტამის გენომში, უამრავი მუტაციაა, რომლებიც მახასიათებლებით, გავრცელების ტემპითა და ვაქცინების მიმართ მდგრადობით სწორედ „ბეტა“ და „დელტა“ შტამებს წააგავს“, - წერენ მკვლევრები.

მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ემილ ავდალიანი - არაბული ქვეყნებისთვის და ირანისთვის ახლო აღმოსავლეთის რეგიონთან ჩინეთის ურთიერთობის სუფთა წარსული მეტად მიმზიდველია
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
„გავერთიანდეთ ჩვენი გმირებისთვის“ - სილქნეტი დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს
საქართველოს უნივერსიტეტი -  iOS LAB Apple ავტორიზებული სასწავლო ცენტრი
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს