გიგა ბოკერია - საქართველოს არ ყავს პრემიერი და მთავრობა, რომელიც გამოიყენებს გაეროს ასამბლეას საერთაშორისო ინტერესების დასაცავად

ამ ტიპის რეპუტაციაშელახულ ლიდერს, ივანიშვილის პოლიტიკურ თოჯინა ღარიბაშვილს გაუჭირდება ამ შანსის გამოყენებაც კი და ეს ძალიან სიმპტომატურია და აჩვენებს როგორი ხიფათის ქვეშ ვართ, რომ არ გვყავს პრემიერ-მინისტრი და მთავრობა, რომელსაც ასეთი ფორუმების გამოყენება შეუძლია შეხვედრების მისაღწევად ჩვენს სტრატეგიულ პარტნიორებთან, - ამის შესახებ „ევროპული საქართველოს“ თავმჯდომარე გიგა ბოკერიამ განაცხადა.

ბოკერიას თქმით, საქართველოს სასწრაფოდ სჭირდება „სხვა ტიპის მთავრობა“.

„ჩვენი ქვეყნის ინტერესშია ყოველთვის და ასე იყო წლების წინ, რომ გაეროს ასამბლეა მნიშვნელოვანი ტრიბუნაა, მაგრამ ზოგჯერ კიდევ უფრო მნიშვნელოვანია ამ ღონისძიების დროს სტრატეგიულ პარტნიორებთან ორმხრივი შეხვედრები და ყველა ეფექტური ხელმძღვანელი თავისი ქვეყნის, მითუმეტეს, ისეთი გამოწვევების მქონე ქვეყნის, როგორიც საქართველოა ამით უნდა სარგებლობდეს, ჩემთვის უცნობია თუ როგორია ღარიბაშვილის განრიგი, მაგრამ ყველა მონაცემი რაც ჯერჯერობით გვაქვს და პროგნოზიც ასეთი იყო, რომ ამ ტიპის რეპუტაციაშელახულ ლიდერს, ივანიშვილის პოლიტიკურ თოჯინას გაუჭირდება ამ შანსის გამოყენებაც კი. ეს ძალიან სიმპტომატურია და აჩვენებს როგორი ხიფათის ქვეშ ვართ, რომ არ გვყავს პრემიერ-მინისტრი და მთავრობა, რომელსაც ასეთი ფორუმების გამოყენება შეუძლია შეხვედრების მისაღწევად ჩვენს სტრატეგიულ პარტნიორებთან, ამიტომ ჩვენ სწრაფად გვჭირდება სხვა ტიპის მთავრობა შემდეგ გაეროს ასამბლეაზე, რომელიც ჩვენს საერთაშორისო ინტერესების დაცვას შეძლებს და რომელსაც ეს ამოცანა გააჩნია“, - განაცხადა ბოკერიამ.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა