დიმიტრი პესკოვი - ყირიმის შესახებ რეჯეფ თაიფ ერდოღანის განცხადება სამწუხაროა

კრემლის პრესსპიკერი დიმიტრი პესკოვი აცხადებს, რომ თურქეთის პრეზიდენტის რეჯეფ თაიფ ერდოღანის განცხადება ყირიმის არაღიარების შესახებ სამწუხაროა.

"რა თქმა უნდა, თავს ადრესატად მივიჩნევთ. რა თქმა უნდა, ვწუხვართ, რომ ასეთი განცხადებები კეთდება ახლა, როდესაც მზადდება თურქეთის პრეზიდენტის სამუშაო ვიზიტი რუსეთის ფედერაციაში", - განაცხადა პესკოვმა.

მისივე თქმით, თურქეთის ეს პოზიცია რუსეთისთვის კარგადაა ცნობილი.

”ჩვენ კატეგორიულად არ ვეთანხმებით მას და გავაგრძელებთ მუშაობას თურქულ მხარესთან,” - აღნიშნა კრემლის პრესსპიკერმა.

ცნობისათვის, მედიის ინფორმაციით, გაეროს გენერალურ ასამბლეაზე სიტყვით გამოსვლისას რეჯეფ თაიფ ერდოღანმა უკრაინის ტერიტორიული მთლიანობის მიმართ მხარდაჭერა გამოხატა.

მანამდე ცნობილი გახდა, რომ ერდოღანი რუსეთში ვიზიტს 29 სექტემბერს გეგმავს.

ხათუნა ბურკაძე - დიდი სტრატეგიის შემუშავებით შევძლებთ ქვეყნის ინტერესების უზრუნველყოფას
გიორგი ჭიჭინაძე - საპენსიო რეფორმამ ძალიან მოკლე ვადაში დაადასტურა მდგრადობა
ქართული პრესის მიმოხილვა 25.10.2021
მეთიუ ბრაიზა - მიხეილ სააკაშვილის დაბრუნებამ კრიზისული სიტუაცია კიდევ უფრო გაამძაფრა, მაგრამ ყოფილი პრეზიდენტის დაკავება არ იყო ჭკვიანური პოლიტიკური ნაბიჯი
თბილისი აუთლეტ ვილიჯი ცენტრალური და აღმოსავლეთ ევროპის საუკეთესო პროექტად დასახელდა