საფრანგეთში განაცხადეს, რომ ქვეყანა გაერო-ს უშიშროების საბჭოში თავის მუდმივმოქმედ მანდატზე უარის თქმას არ აპირებს

საფრანგეთი არ აპირებს გაერო-ს უშიშროების საბჭოში თავის მანდატზე უარის თქმას, - ამის შესახებ დღევანდელ ბრიფინგზე საფრანგეთის სახელმწიფო მდივანმა გაბრიელ ატალმა განაცხადა.

„საფრანგეთი დარჩება გაეროს უშიშროების საბჭოს მუდმივ წევრად. მანდატის სხვისთვის გადაცემის საკითხი არც არასოდეს განხილულა და არასოდეს იქნება განხილული“, - განაცხადა ატალმა.

მისი თქმით, სხვაგვარი ინფორმაცია სინამდვილეს არ შეეფერება.

მანამდე ელისეის სასახლეში ბრიტანული ტაბლოიდის მტკიცების საპირისპიროდ, განაცხადეს, რომ საფრანგეთს არავისთვის შეუთავაზებია თავისი ადგილი გაეროს უშიშროების საბჭოში.

საფრანგეთი ერთ-ერთია გაეროს უშიშროების საბჭოს მუდმივ წევრ სახელმწიფოებს შორის ამერიკასთან, დიდ ბრიტანეთთან, ჩინეთთან და რუსეთთან ერთად.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კერძო ბიზნესის დახმარება რაიონის სკოლებს - „ნიკორა ჯგუფი“ განათლების მხარდაჭერას აგრძელებს
Hotsale.ge-მ „პრო ბონო მარათონი 2024“-ში მიიღო მონაწილეობა
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო