ბადრი ჯაფარიძე კახა კალაძეზე - დებატებზე მან გამოიჩინა მიუტევებელი თავშეუკავებლობა

პარტია „ლელო საქართველოსთვის“ერთ-ერთი ლიდერის ბადრი ჯაფარიძის განცხადებით, საქართველოს პირველ არხზე გამართულ თბილისის მერობის კანდიდატების დებატებზე „ქართული ოცნების“ მერობის კანდიდატმა კახა კალაძემ “მიუტევებელი თავშეუკავებლობა გამოიჩინა”.

როგორც ჯაფარიძემ აღნიშნა, ზოგადად, დებატები არც ისე კარგი ფორმატის იყო იმ თვალსაზრისით, რომ ყველა კანდიდატის ერთობლივად ჩართვა დებატებში არაეფექტურია.

„ჯერ ერთი, შეუძლებელია ყველა კანდიდატმა თავისი უნარები და შესაძლებლობები გამოაჩინოს ისეთ მასშტაბურ დებატებში, როდესაც 16 კანდიდატია. მეორე - ჩემი აზრით, იქ კარგად წარმოჩინდა „ლელოს“ წარმომადგენელი, რომელიც სწორედ ფოკუსირებული იყო იმ საქმეებზე, რომლის გაკეთებასაც აპირებს „ლელო“ და მისი მერობის კანდიდატი. რაც შეეხება მოქმედ მერს, ჩემი აზრით, მან გამოიჩინა მიუტევებელი თავშეუკავებლობა იმ კრიტიკული შენიშვნის მიმართ, რომელიც ერთ-ერთი ოპოზიციური პარტიის კანდიდატმა წარმოადგინა. მთლიანობაში, უნდა გითხრათ, რომ ეს ფორმატი არ არის ეფექტური, გაცილებით უკეთესი ფორმატი იქნებოდა, როდესაც უფრო შეზღუდული რაოდენობის კანდიდატები იღებენ მონაწილეობას“, - აცხადებს ბადრი ჯაფარიძე.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა