გერმანია კარანტინში მყოფ არავაქცინირებულ დასაქმებულებს კომპენსაციას აღარ გადაუხდის

გერმანია არავაქცინირებულ დასაქმებულებს, რომლებიც იძულებულები გახდებიან, კარანტინში გადავიდნენ, კომპენსაციას აღარ გადაუხდის, - ამის შესახებ გერმანიის ჯანდაცვის მინისტრმა იენს შპანმა განაცხადა.

მისივე თქმით, უსამართლოა, გადასახადების გადამხდელებს იმ ადამიანის დახმარება სთხოვო, მათ, ვინც უარს იტყვის ვაქცინაციაზე.

ჯანდაცვის მინისტრის განმარტებით, წესები, რომელსაც გერმანიის 16 ფედერალური შტატის ადგილობრივი მთავრობები განახორციელებენ, ძალაში შევა არაუგვიანეს 11 ოქტომბრისა.

ვაქცინაცია გერმანიაში სავალდებულო არ არის, მაგრამ ხელისუფლება იღებს ისეთ ზომებს, რომელიც სულ უფრო მეტ დისკომფორტს ქმნის არავაქცინირებულებისთვის. აღსანიშნავია, რომ კოვიდ -19-ზე ტესტის ჩატარება, რაც აუცილებელია მაგალითად, დახურული ტიპის რესტორნებში შესასვლელად, 11 ოქტომბრიდან ფასიანი ხდება.

ასევე, ზოგიერთი გერმანიის შტატი საშუალებას აძლევს ბიზნესს, როგორიცაა რესტორნები ან სპორტული სტადიონები, აირჩიოს მიიღოს თუ არა კოვიდტესტზე უარყოფითი პასუხის დამადასტურებელი საბუთის მქონე მოქალაქეები, თუ მხოლოდ ისინი, ვინც აცრილია, ან ვირუსისგან გამოჯანმრთელდა.

ოფიციალური მონაცემების თანახმად, გერმანიაში ზრდასრული მოსახლეობის 74%-ი სრულადაა ვაქცინირებული.

ანდრო გოცირიძე - პოლიტიკური სარგებლის მიღების მიზნით, მმართველი პარტია არ ერიდება მოსახლეობის დაპირისპირებას, პოლარიზაციის გაღვივებას და აღვირახსნილ ანტიდასავლურ კამპანიასაც კი
მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
„გავერთიანდეთ ჩვენი გმირებისთვის“ - სილქნეტი დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს
საქართველოს უნივერსიტეტი -  iOS LAB Apple ავტორიზებული სასწავლო ცენტრი
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს