აშშ განვითარებად ქვეყნებს "ფაიზერის" ვაქცინის 500 მილიონ დოზას გადასცემს

აშშ განვითარებადი ქვეყნებისთვის "ფაიზერის" ვაქცინის 500 მილიონი დოზის გამოყოფას აპირებს. ამის შესახებ ინფორმაციას BBC ავრცელებს.

აშშ-ს ოფიციალური პირების განცხადებით, პრეზიდენტი ჯო ბაიდენი წინადადებას გაეროს გენერალური ასამბლეის პარალელურად მიმდინარე COVID-19-ის ვირტუალურ სამიტზე წამოაყენებს.

დამატებითი დოზების გამოყოფის შემთხვევაში აშშ-ს მსოფლიოსთვის ჯამში მილიარდი დოზა ექნება გაცემული. როგორც ექსპერტები აღნიშნავენ, მსოფლიო მოსახლეობის მინიმუმ 70 %-ის ასაცრელად 11 მილიარდი დოზაა საჭირო.

მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციას 2021 წლის დასასრულისთვის სურდა, რომ თითოეულ ქვეყანაში 40%-იანი აცრის მაჩვენებელი ყოფილიყო. ოქსფორდის უნივერსიტეტის მიერ გამოქვეყნებული მონაცემებით, მაღალშემოსავლიან ქვეყნებს მინიმუმ ერთი დოზით მოსახლეობის ნახევარზე მეტი ჰყავთ აცრილი, მაშინ, როდესაც დაბალშემოსავლიან ქვეყნებში მოსახლეობის მხოლოდ ორმა პროცენტმა შეძლო პირველი დოზის მიღება.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო