ვატიკანის სახელმწიფო მდივანი - რომის პაპის ავადმყოფობის დროს დაძაბული ატმოსფერო ვერ ვიგრძენი

ვატიკანის სახელმწიფო მდივანი პიეტრო პაროლინი აცხადებს, რომ რომის პაპის ფრანცისკეს ავადმყოფობის დროს, დაძაბული ატმოსფერო არ უგრძვნია. ამის შესახებ მან ჟურნალისტებთან პაპის საპასუხოდ აღნიშნა, რომელმაც ეკლესიის ხელმძღვანელებს შორის არსებულ განწყობებზე გაამახვილა ყურადღება.

კერძოდ, საუბარია იტალიური მედიის მიერ ჟურნალ la Civiltà Cattolica -ზე დაყრდნობით გავრცელებულ ინფორმაციაზე, რომლის თანახმადაც პაპმა სლოვაკ იეზუიტებთან შეხვედრაზე კითხვაზე, თუ როგორ გრძნობდა თავს, უპასუხა: „ჯერ კიდევ ცოცხალი ვარ. თუმცა, ზოგიერთს სურს, რომ მოვკვდე. ვიცი, რომ იყო შეხვედრები პრელატებს შორის, რომლებიც ფიქრობდნენ, რომ იმაზე უარესად ვარ, ვიდრე სინამდვილეში. ამ შეხვედრებზე საუბარი მიდიოდა კონკლავის მომზადებაზე“ , - აღნიშნა შეხვედრაზე პაპმა.

ვატიკანის სახელმწიფო მდივანმა ჟურნალისტების კითხვაზე, რომელიც პაპის ჯანმრთელობის გამო დაძაბულ ატომოსფეროს ეხებოდა ვატიკანში, ივარაუდა, რომ საუბარი შეიძლება ეხებოდეს „რამდენიმე ადამიანს, ვინც მსგავსი რამ გაივლო თავში“.

„შესაძლოა, პაპს აქვს ინფორმაცია, რომელიც მე არ მაქვს, რადგან, სიმართლე გითხრათ, არ მიგრძვნია, რომ ასეთი მდგომარეობა იყო. როგორც ჩანს, პაპი აკეთებს ამ განცხადებებს იმიტომ, რომ აქვს მონაცემები, რომლებიც ჩემამდე არ მოსულა“, - განაცხადა პაროლინიმ.

ანდრო გოცირიძე - პოლიტიკური სარგებლის მიღების მიზნით, მმართველი პარტია არ ერიდება მოსახლეობის დაპირისპირებას, პოლარიზაციის გაღვივებას და აღვირახსნილ ანტიდასავლურ კამპანიასაც კი
მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
„გავერთიანდეთ ჩვენი გმირებისთვის“ - სილქნეტი დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს
საქართველოს უნივერსიტეტი -  iOS LAB Apple ავტორიზებული სასწავლო ცენტრი
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს