ბორის ჯონსონი კლიმატის ცვლილებაზე - მსოფლიო ახლა "კრიტიკულ წერტილს“ უახლოვდება, ქვეყნებმა მეტი პასუხისმგებლობა უნდა გამოიჩინონ

კლიმატის ცვლილებასთან დაკავშირებით მსოფლიო ახლა "კრიტიკულ წერტილს“ უახლოვდება, ქვეყნებმა მეტი პასუხისმგებლობა უნდა გამოიჩინონ იმ გამანადგურებელი ქმედებების წინააღმდეგ, რომელსაც პლანეტასა და საკუთარ თავს ვუკეთებთ, - განაცხადა გაერთიანებული სამეფოს პრემიერ-მინისტრმა ბორის ჯონსონმა გაერო-ში სიტყვით გამოსვლის დროს. ჯონსონმა კაცობრიობა 16 წლის მოზარდს შეადარა, რომელიც საკმაოდ გაიზარდა და ამიერიდან მეტი პასუხისმგებლობა მართებს. ამასთან, გაერთიანებული სამეფოს პრემიერმა სიტყვით გამოსვლისას სხვა ქვეყნებს მოუწოდა 2050 წლამდე ნახშირორჟანგის გამოყოფა მინიმუმამდე დაიყვანონ, 2040 წლამდე კი ქვანახშირის გამოყენება შეზღუდონ.

„თუ ჩვენ ამ საქმიანობებს გავაგრძელებთ საუკუნის ბოლომდე გლობალური ტემპერატურა 2.7 გრადუსით მოიმატებს, რაც საშინელ შედეგებს გამოწვევს“, - განაცხადა ჯონსონმა.

ემილ ავდალიანი - არაბული ქვეყნებისთვის და ირანისთვის ახლო აღმოსავლეთის რეგიონთან ჩინეთის ურთიერთობის სუფთა წარსული მეტად მიმზიდველია
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს