Bloomberg - მსოფლიოში ვაქცინების 6 მილიარდზე მეტი დოზა გამოიყენეს

მსოფლიოს 184 ქვეყანაში კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინების 6 მილიარდზე მეტი დოზა გამოიყენეს, - შესაბამის მონაცემს მსოფლიოში ვაქცინაციის მიმდინარეობის თაობაზე Bloomberg-ის პლატფორმა ავრცელებს.

ამავე მონაცემების თანახმად, დღეში 31.5 მილიონი ადამიანი იცრება. ამ დროისთვის მსოფლიოში გამოყენებული ვაქცინები მოსახლეობის 39.2%-ის სრულად ვაქცინირებისთვისაა საკმარისი.

მსოფლიოს ქვეყნებში ყველაზე მეტი ადამიანი ჩინეთშია ვაქცინირებული, სადაც გამოყენებული დოზების რაოდენობამ 2.1 მილიარდს გადააჭარბა. ინდოეთში გამოყენებული ვაქცინების დოზების რაოდენობა 833 მილიონია. ევროკავშირში ვაქცინების 557 მილიონზე მეტი დოზა გამოიყენეს, აშშ-ში კი 387 მილიონი.

Bloomberg-ის მიხედვით, ვაქცინების 2 დოზით ევროკავშირში მოსახლეობის 63.9% აიცრა, აშშ-ში 54.9%, ჩინეთში კი - 73%.

იხილეთ ვიდეო:Bloomberg - მსოფლიოში ვაქცინების 6 მილიარდზე მეტი დოზა გამოიყენეს

ემილ ავდალიანი - არაბული ქვეყნებისთვის და ირანისთვის ახლო აღმოსავლეთის რეგიონთან ჩინეთის ურთიერთობის სუფთა წარსული მეტად მიმზიდველია
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს