რუსეთში გაუჩინარებული თვითმფრინავის ნამსხვრევები აღმოაჩინეს

მაშველებმა რუსეთში, ხაბაროვსკის ოლქში გუშინ გაუჩინარებული ან-26 ტიპის თვითმფრინავის ნამსხვრევები აღმოაჩინეს, - ინფორმაციას რუსული მედია ავრცელებს.

"ავიაკატასტროფის ადგილი კორფოვსკის დასახლებულ პუნქტთან ახლოსაა,“- აცხადებენ ხაბაროვსკის ოლქის ნაკრძალისა და ეროვნული პარკის დირექტორატში.

ინფორმაციას რუსეთის საგანგებო სიტუაციების სამინისტროც ადასტურებს და აცხადებს, რომ ვერტმფრენმა თვითმფრინავის ნამსხვრევები აღმოაჩინა და სამაშველო ჯგუფები კატასტროფის ადგილისკენ გაემართნენ.

სამინისტროს ცნობით, ბორტზე მყოფი ადამიანების ბედი ჯერჯერობით უცნობია.

შეგახსენებთ, ან-26 ტიპის თვითმფრინავი, რომელიც ტექნიკურ ფრენას ახორციელებდა, რადარებიდან გუშინ გაუჩინარდა. გავრცელებული ინფორმაციით, თვითმფრინავში 6 ადამიანი იმყოფებოდა.

მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ემილ ავდალიანი - არაბული ქვეყნებისთვის და ირანისთვის ახლო აღმოსავლეთის რეგიონთან ჩინეთის ურთიერთობის სუფთა წარსული მეტად მიმზიდველია
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს