ვლადიმირ ზელენსკი - გაერო-ს ქვეყნებს ვიწვევ, „ყირიმის პლატფორმის“ დეკლარაციას შეუერთდნენ და დაგმონ ოკუპაცია

უკრაინის პრეზიდენტმა, ვლადიმირ ზელენსკიმ გაერო-ს გენერალურ ასამბლეაზე სიტყვით გამოსვლისას ორგანიზაციის წევრ ქვეყნებს მოუწოდა, „ყირიმის პლატფორმის“ დეკლარაციას შეუერთდნენ.

„ყირიმის დეოკუპაციის შესახებ „ყირიმის პლატფორმის” პირველ სამიტში 46 სახელმწიფოს და საერთაშორისო ორგანიზაციის მონაწილეობა არის გაერო-ს ძირითადი პრინციპების ერთგულება და მე ძალიან მადლობელი ვარ თითოეული ამ ქვეყნის. გაერო ჩვენ ყველანი ვართ, ეს არის 193 ქვეყანა და მე ვიწვევ ყველა ამ ქვეყანას, შეუერთდეთ „ყირიმის პლატფორმის” მონაწილეთა ერთობლივ დეკლარაციას, დაგმოთ ოკუპაცია და აჩვენოთ, რომ მსოფლიოში საზღვრების ძალისმიერი შეცვლის წინააღმდეგი ხართ,“- განაცხადა პრეზიდენტმა.

უკრაინის პრეზიდენტმა ასევე მოუწოდა გაერო-ს წევრებს, მხარი დაუჭირონ განახლებულ რეზოლუციებს ოკუპირებულ ყირიმში ადამიანის უფლებათა დაცვის კუთხით არსებულ ვითარებასთან დაკავშირებით.

„მოგიწოდებთ, მხარი დაუჭიროთ განახლებულ რეზოლუციებს ოკუპირებულ ყირიმში ადამიანის უფლებების მდგომარეობისა და ჩვენი ოკუპირებული ნახევარკუნძულის მილიტარიზაციის შესახებ, რომელიც გენერალურ ასამბლეას წლის ბოლომდე წარედგინება,“- აღნიშნა ზელენსკიმ.

პრეზიდენტმა პირველ მრჩეველზე განხორციელებულ თავდასხმის ფაქტზეც ისაუბრა და აღნიშნა, რომ ეს იყო ქვეყანაში განხორციელებული ცვლილებებისა და რეფორმების ფასი.

მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ემილ ავდალიანი - არაბული ქვეყნებისთვის და ირანისთვის ახლო აღმოსავლეთის რეგიონთან ჩინეთის ურთიერთობის სუფთა წარსული მეტად მიმზიდველია
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს