გაერო-ს გენერალური ასამბლეის 76-ე სესიის ფარგლებში, დავით ზალკალიანი კვიპროსელ კოლეგას შეხვდა

გაერო-ს გენერალური ასამბლეის 76-ე სესიის ფარგლებში, 2021 წლის 22 სექტემბერს, საქართველოს ვიცე-პრემიერი, საგარეო საქმეთა მინისტრი დავით ზალკალიანი, თავის კვიპროსელ კოლეგას, ნიკოს კრისტოდულიდესს შეხვდა. ამის შესახებ ინფორმაციას საგარეო საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.

მინისტრებმა ვრცლად ისაუბრეს ორ ქვეყნას შორის საერთო ღირებულებებზე დაფუძნებულ მეგობრულ ურთიერთობებზე და ხაზი გაუსვეს საქართველოსა და კვიპროსს შორის, როგორც ორმხრივ, ისე მრავალმხრივ ფორმატებში ურთიერთობების გაძლიერების მნიშვნელობას.

საუბრისას მხარეებმა ინფორმაცია გაცვალეს რეგიონში მიმდინარე მოვლენებსა და უსაფრთხოების საკითხებში არსებულ გამოწვევებზეც. დავით ზალკალიანმა კოლეგას ინფორმაცია მიაწოდა საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებულ მძიმე მდგომარეობასთან დაკავშირებით.

მათივე ცნობით, დიპლომატებმა განიხილეს საქართველოსა და კვიპროსს შორის ეკონომიკური თანამშრომლობის გაღრმავების პერსპექტივებიც. საუბარი შეეხო პოსტ-პანდემიურ პერიოდში ტურიზმის სექტორის გაძლიერების მნიშვნელობასაც.

საქართველოს დელეგაცია, მთავრობის მეთაურის, ირაკლი ღარიბაშვილის მეთაურობით აშშ-ს, გაეროს გენერალური ასამბლეის 76-ე სესიის ფარგლებში სტუმრობს. ვიზიტი 2021 წლის 26 სექტემბერს დასრულდება.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა