მამუკა მდინარაძის განცხადებით, ევროკავშირის წარმომადგენლობასთან შეკრებილებს მოუწოდეს, რომ დაიშალონ, რადგან „პროვოკატორი, კრიმინალი მელიას წისქვილზე დაასხამს წყალს მასთან რაიმე დაპირისპირება“

ვუერთდები ირაკლი კობახიძის მოწოდებას და მივმართავ ნებისმიერ ადამიანს, ვისაც ასეთი მძაფრი რეაქცია აქვს მათ პროვოკაციებზე, რომ სასწრაფოდ დაიშალონ, - ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის ერთერთმა ლიდერმა, მამუკა მდინარაძემ პარტიის ოფისში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა, რითაც გამოეხმაურა ევროკავშირის წარმომადგენლობის ოფისთან იმ ახალგაზრდების შეკრებას, რომლებიც ნიკა მელიას გამოსვლას ელოდებიან.

მდინარაძის თქმით, მან პირადად მიმართა ამ ახალგაზრდებს და მოუწოდა, რომ დაშლილიყვნენ.

„ვისთანაც კი გვქონდა საუბრის საშუალება, მოვუწოდეთ, რომ დაიშალონ და იმედია ასეც გააკეთებენ, რადგან მხოლოდ „ნაციონალური მოძრაობის“ და პროვოკატორი, კრიმინალი მელიას წისქვილზე დაასხამს წყალს მასთან რაიმე დაპირისპირება. არ დაგიმალავთ, მეკამათებოდნენ კიდეც - მათ მითხრეს, რომ მელიას მხოლოდ სიტყვიერად ეტყვიან იმას, რასაც იმსახურებს, მაგრამ ამას მოჰყვება ძალიან მძიმე პროვოკაცია. იმედი მაქვს, რომ ჩვენ ამ მოწოდებას გაიზიარებენ. არ მივცემთ პროვოკატორებს იმის საშუალებას, რომ რაღაც არეულობისა და ქოასის ფონი შექმნან“, - განაცხადა მამუკა მდინარაძემ.

ცნობისთვის, „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე და „ნაციონალური მოძრაობის“ ლიდერი ნიკა მელია ერთმანეთს ფიზიკურად დაუპირისპირდნენ. დაპირისპირება ევროკავშირის ოფისთან მოხდა. კობახიძემ და მელიამ ერთმანეთს შეურაცხმყოფელი რეპლიკებითაც მიმართეს.

ამის შემდეგ ევროკავშირის წარმომადგენლობის ოფისთან „ქართული ოცნების" ახალგაზრდული ფრთის წევრები შეიკრიბნენ. მათი განცხადებით, ისინი აპირებენ, ნიკა მელიას უთხრან, რომ „ის არის ქვეყნის მოღალატე“ და აგრესია არ იქნება.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა