ნიკა მელია - ელჩების უმორჩილესი თხოვნა იყო, რომ არ წამოვგებულიყავით პროვოკაციაზე, რომელსაც რეჟიმი აწყობდა - „ქართული ოცნება“, რომც მოენდომებინა, საკუთარ თავს საერთაშორისო საზოგადოების წინაშე ამაზე ნათლად ვერ წარმოაჩენდა

მათი უმორჩილესი თხოვნა იყო, რომ არ წამოვგებულიყავით პროვოკაციაზე, რომელსაც რეჟიმი აწყობდა , - ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარემ ნიკა მელიამ ევროკავშირის წარმომადგენლობის ოფისში ელჩებთან გამართული შეხვედრის შემდეგ ჟურნალისტებს განუცხადა.

როგორც მელიამ აღნიშნა, პარტნიორი ქვეყნების წარმომადგენლებმა დაინახეს, „ქართული ოცნება“ რას და როდის აკეთებს და „ყველაფერს შესაბამისი რეაგირება ექნება“.

„ჩემი აზრით, ყველამ ძალიან კარგად დაინახა, განსაკუთრებით ჩვენმა პარტნიორმა სახელმწიფო ელჩებმა, რა ხელისუფლებასთან გვაქვს საქმე. მათი უმორჩილესი თხოვნა იყო, რომ ჩვენ არ წამოვგებულიყავით პროვოკაციაზე, რომელსაც რეჟიმი აწყობდა. რეჟიმი, რომელიც ადამიანებზე ყოველდღიურად ძალადობს. „ქართული ოცნება“, რომც მოენდომებინა, საკუთარ თავს საერთაშორისო საზოგადოების წინაშე ამაზე ნათლად ვერ წარმოაჩენდა“,- განაცხდა მელიამ.

ამასთან, ნიკა მელიამ 21:00 საათზე „ნაციონალური მოძრაობის“ ბრიფინგი დააანონსა და აღნიშნა, რომ მომხდართან დაკავშირებით ვრცელ განცხადებას გააკეთებს.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა