ზურაბ აბაშიძე მთაწმინდის მცხოვრებლებთან ინდივიდუალურ შეხვედრებს აგრძელებს

„ქართული ოცნების" თბილისის საკრებულოს მთაწმინდის რაიონის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი ზურაბ აბაშიძე მოსახლეობასთან შეხვედრებს განაგრძობს. ამის შესახებ ინფორმაციას „ქართული ოცნების“ პრესსამსახური ავრცელებს.

მათი ინფორმაციით, ამჯერად ზურაბ აბაშიძე ამომრჩევლებს მთაწმინდის სამაჟორიტარო ოფისში შეხვდა, სადაც მოსახლეობის საჭიროებები პირადად მოისმინა და მათთან ერთად იმ გამოწვევების გადაჭრის გზებზე იმსჯელა, რომელთა წინაშე ადგილობრივი მცხოვრებლები დღეს დგანან.

„როგორც მაჟორიტარობის კანდიდატმა აღნიშნა, მოქალაქეებთან ინდივიდუალური შეხვედრები ძალიან მნიშვნელოვანია, რადგან ამ გზით შესაძლებელია რაიონში არსებული ვითარების შესახებ რეალური სურათის დანახვა და, მოსახლეობის ჩართულობით, იმ პრიორიტეტების დასახვა, რომლებიც აუცილებლად უნდა იქნეს გათვალისწინებული სამომავლო პროექტების დაგეგმვისას.

ზურაბ აბაშიძის თქმით, მოსახლეობასთან როგორც საჯარო, ასევე, ინდივიდუალური შეხვედრები, კოვიდრეგულაციების გათვალისწინებით, რეგულარულად გაიმართება და გამარჯვების შემდეგ ის თავის გუნდთან ერთად იზრუნებს თითოეული ოჯახის პრობლემების მოგვარებაზე, მათ კეთილდღეობასა და ცხოვრების ხარისხის გაუმჯობესებაზე”, - ნათქვამია ინფორმაციაში.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა