თბილისში, ძლიერი წვიმის შედეგად გამოწვეული სხვადასხვა პრობლემის გამო საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში რამდენიმე შეტყობინება შევიდა

თბილისში, ძლიერი წვიმის შედეგად გამოწვეული სხვადასხვა სახის პრობლემების გამო საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში რამდენიმე შეტყობინება შევიდა.

როგორც „ინტერპრესნიუსს“ საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში განუცხადეს, თითოეულ შეტყობინებაზე სამაშველო სამსახური შესაბამის რეაგირებას ახდენს.

სოციალურ ქსელში ვრცელდება კადრები, სადაც ჩანს, რომ ძლიერმა წვიმამ ქალაქის რამდენიმე ლოკაციაზე პრობლემები შექმნა. კადრების თანახმად, სხვადასხვა ტერიტორიზე დაიტბორა გზები. ასევე ვრცელდება კადრები მზიურის პარკიდან, სადაც ბილიკზე წყლის ნიაღვარი მოედინება.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა