ანა დოლიძე - ქვეყანას სჭირდება სიძულვილის დასრულება, მშვიდობა და განვითარება

დღევანდელმა ფაქტმა კიდევ ერთხელ დაგვანახა, რომ ამ ქვეყანას სჭირდება მშვიდობა და განვითარება, - ასე გამოეხმაურა პარტია „ანა დოლიძე-ხალხისთვის“ ლიდერი თბილისის მერობის კანდიდატი ანა დოლიძე „ქართული ოცნების“ თავმჯდომარეს ირაკლი კობახიძესა და „ნაციონალური მოძრაობის“ ლიდერს ნიკა მელიას შორის მომხდარ ფიზიკურ დაპირისპირებას.

ანა დოლიძის თქმით, ქვეყნის პოლიტიკური სპექტრი შეპყრობილია მარადიული მმართველობის იდეით და პოლარიზაციის სურვილით.

„ამის გამო ჩვენ ვკარგავთ განვითარების ყოველ დღეს. ჩვენ ვცხოვრობთ ორპოლუსიან ქვეყანაში და ეს სპექტრი ღუპავს ქვეყნის განვითარებას. არადა ხალხს სულ სხვა პრობლემები აქვთ. დღევანდელმა ფაქტმა კიდევ ერთხელ დაგვანახა, რომ ამ ქვეყანას სჭირდება მშვიდობა და განვითარება. სჭირდება ახალი, სუფთა ძალა, რომელიც დაასრულებს ამ ორპოლუსიანობას და სიძულვილს. ჩვენ, პარტიას - „ხალხისთვის“ აქვს იმის ძალა, შესაძლებლობა და კომპეტენცია, რომ ქვეყანა დააბრუნოს განვითარების და წინსვლის გზაზე“,- აღნიშნა ანა დოლიძემ.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა