Reuters - რუსეთის არჩევნებში დამარცხებული კანდიდატები ონლაინ შედეგების ანულირებას ცდილობენ

მოსკოვში დამარცხებული საპარლამენტო კანდიდატების კოალიცია შეიკრა, რომელიც არჩევნებში ონლაინ შედეგების ანულირებას ცდილობს. ინფორმაციას Reuters-ი ავრცელებს.

კანდიდატების თქმით, საპარლამენტო არჩევნებში მათი ხმა მიიტაცეს და ისინი შედეგების გაუქმებას სარჩელებითა და საზოგადოებრივი ზეწოლის გამოყენებით შეეცდებიან.

რუსეთის ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის ელა პამფილოვას განცხადებით, ხმის მიცემის პროცესი გამორჩეულად გამჭვირვალე იყო და შედეგები ოფიციალურად 24 სექტემბერს დამტკიცდება. კრემლმა კი აღნიშნა, რომ საარჩევნო პროცესი ღია და კონკურენტუნარიანი იყო.

"17-19 სექტემბერს, როდესაც არჩევნები ჩატარდა, ჩვენი ქვეყნის მილიონობით მოქალაქის ხმა მოიპარეს, ამიტომ ჩვენ, სხვადასხვა პოლიტიკური ძალის კანდიდატებმა, შევქმენით კომიტეტი ელექტრონული კენჭისყრის შედეგების გასაუქმებლად", - აცხადებენ კოალიციის წარმომადგენლები.

კოალიციაში მონაწილეთა დიდი ნაწილი "კომუნისტური პარტიის" წარმომადგენელია.

საარჩევნო ბიულეტენების 100 %-ის დათვლის შედეგად მიღებული მონაცემების თანახმად, სახელმწიფო სათათბიროს არჩევნებში პარტია „ერთიანი რუსეთი“ 49.82 %-ით ლიდერობს. მეორე ადგილზეა "რუსეთის კომუნისტური პარტია" 18.93%-ით. მესამე ადგილზეა "ლიბერალ-დემოკრატიული პარტია" 7.55%-ით.

07.07.2025 / 08:38

გიორგი გობრონიძე - სამხრეთ კავკასიის რეგიონში რუსულ-ირანული ღერძის შესუსტება, შესაძლოა, გახდეს აზერბაიჯანულ-თურქული ღერძის გაძლიერების კატალიზატორი
ქართული პრესის მიმოხილვა 07.07.2025
Bybit-მა საქართველოში ოფიციალური ვებგვერდი - BybitGeorgia.ge გახსნა, რომელიც ქართველ მომხმარებლებს ლოკალიზებულ კრიპტო სერვისებსა და ჯილდოებს სთავაზობს