კახა კალაძე - ირაკლი კობახიძეს თავს დაესხა ინტრიგანი, კრიმინალი მელია - ის არის სულით კრიმინალი და სამწუხაროა, რომ კონკრეტული ელჩების ჩართულობით კრიმინალი დღეს გარეთ არის

ნიკა მელია არის ჩვეულებრივი კრიმინალი, სულით კრიმინალი და სამწუხაროა ის, რომ კონკრეტული ელჩების ჩართულობით კრიმინალი დღეს გარეთ არის - ეს არის ჩემი შეფასება ამ ფაქტთან დაკავშირებით, - ასე აფასებს „ქართული ოცნების“ თბილისის მერობის კანდიდატი კახა კალაძე „პალიტრანიუსის“ გადაცემაში „თავისუფალი სტუდია“ ნიკა მელიასა და ირაკლი კობახიძეს შორის მომხდარ დაპირისპირებას.

კახა კალაძის შეფასებით, სამწუხაროა ის, რაც მოხდა, მაგრამ ასევე უნდა აღინიშნოს, რომ ეს არ არის პირველი შემთხვევა, როდესაც ნიკა მელია და მისი პოლიტიკური პარტია, რომელიც დესტრუქციულ ძალას წარმოადგენს ქვეყანაში, აწყობს ასეთ პროვოკაციებს.

„მათ არაერთი მცდელობა ჰქონდათ და შეგვიძლია მაგალითები მოვიყვანოთ: აჭარაში, ქარელში იყო. ძალიან ბევრი მაგალითი შემიძლია მოვიყვანო და ეს პირველი შემთხვევა და პირველი არჩევნები არ არის, როდესაც ეს, ასე ხდება. დააკვირდით განვლილ წლებსაც. ეს არის ერთნაირი ხელწერა, რასაც ისინი კადრულობენ და მაქსიმალურად ცდილობენ, საარჩევნო გარემო, რომელიც მშვიდ ვითარებაში მიმდინარეობს, თუ ცალკეულ ფაქტებს არ გამოვყოფთ, ყველა პოლიტიკურ პარტიას შესაძლებლობა აქვს შეხვდეს მოსახლეობას, ჩაატაროს საარჩევნო კამპანია. ეს სიმშვიდეა, რაც ყველაზე ძალიან აწუხებთ ამ ადამიანებს და მაქსიმალურად ცდილობენ თავიანთი დესტრუქციით, მოახდინონ სხვადასხვა დაპირისპირებები და შემოიტანონ არეულობა, რასაც ყოველთვის, რა თქმა უნდა, კანონის ფარგლებში შესაბამის პასუხი გაეცემა“, - განაცხადა კალაძემ.

მის განმარტებით, გაუგებარია, რამდენად არაადეკვატური უნდა იყო ადამიანი, რომ „ქართული ოცნება“ დაადანაშაულო ევროკავშირის ოფისთან მომხდარ დაპირისპირებაში.

„პარტიის თავმჯდომარე, ირაკლი კობახიძე გამოვიდა ოფისიდან, ჟურნალისტებთან აკეთებდა განმარტებებს, ამ დროს, თავს დაესხა ინტრიგანი, კრიმინალი მელია, რომელიც ასეთ ქმედებებში ძალიან ბევრჯერ არის შემჩნეული. პირველი შემთხვევა არ არის, როდესაც ასეთი დესტრუქციული ქმედებებით არის დაკავებული და ეს არის მათი დესტრუქციული ხელწერა, რომელსაც ეს პოლიტიკური პარტია წარმოადგენს. ეს არის ჩვეულებრივი კრიმინალი, სულით კრიმინალი და სამწუხაროა ის, რომ კონკრეტული ელჩების ჩართულობით კრიმინალი დღეს გარეთ არის, აი, ეს არის ჩემი შეფასება ამ ფაქტთან დაკავშირებით“, - განაცხადა კახა კალაძემ.

კალაძის განცხადებით, უბედურებაა, რომ დღეს ნიკა მელია პოლიტიკურ ველზეა და პოლიტიკოსი ეწოდება და დასძინა, რომ ნიკა მელია "მოძველბიჭო ელემენტია და ეს არის რეალობა".

ცნობისთვის, „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე და „ნაციონალური მოძრაობის“ ლიდერი ნიკა მელია ერთმანეთს ფიზიკურად დაუპირისპირდნენ. დაპირისპირება ევროკავშირის ოფისთან მოხდა. კობახიძემ და მელიამ ერთმანეთს შეურაცხმყოფელი რეპლიკებითაც მიმართეს, მათ შორის ერთმანეთს „მონა" და „ნაძირალა" ეძახეს.

იხილეთ ვიდეო:“ირაკლი კობახიძეს თავს დაესხა ინტრიგანი, კრიმინალი მელია... ის არის სულით კრიმინალი“ - კახა კალაძე

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა