ელენე ხოშტარია - რაც დღეს ვნახეთ, იყო თავდასხმა არა მხოლოდ ოპოზიციაზე, არამედ ევროკავშირზე

დღეს ჩვენ ვნახეთ, რომ „ქართულ ოცნებას“ ერთადერთი, რაც ამოძრავებს, ეს არის შიში. შიში ძალაუფლების დაკარგვის, შიში სკამების დაკარგვის. მათ ყველაზე კარგად იციან, რომ კარგავენ ძალაუფლებას, ისინი არიან დამარცხებულები, - ამის შესახებ პარტია „დროას” ლიდერმა თბილისის საკრებულოს თავმჯდომარეობის კანდიდატმა ელენე ხოშტარიამ განაცხადა.

ელენე ხოშტარიას თქმით, „ქართული ოცნება“ ქართველ ხალხს გვტაცებს სურვილს, რომ ვიყოთ დასავლეთის ნაწილი.

„ოპოზიცია და ჩვენი საზოგადოების უმრავლესობაა, რომელსაც არ უნდა ძალადობა, არ უნდა ჩაგვრა, არ უნდა უსამართლობა, რომელსაც უნდა მშვიდობა და რომელსაც უნდა ევროპა და განვითარება. ეს უმრავლესობა აუცილებლად გაიმარჯვებს 2 ოქტომბრის რეფერენდუმზე.

ამ დარჩენილ დღეებში, ჩვენ ვხედავთ, რომ „ქართულ ოცნებას“ შეუძლია, უდიდესი დარტყმა მიაყენოს ჩვენი ქვეყნის ინტერესებს. ჩვენ დღეს რაც ვნახეთ, ეს იყო თავდასხმა არა მხოლოდ ოპოზიციაზე, რასაც ჩვენ შეჩვეული ვართ, არამედ ევროკავშირზე. ჩვენ დღეს ვნახეთ საათნახევრის განმავლობაში ევროკავშირის საელჩოს ოფისის ბლოკირება, რაც ყველა იმ ანტიდასავლურ ნაბიჯებთან ერთად არის განაცხადი, რომ „ქართულ ოცნებას“ უნდა, რომ გამოგვტაცოს უმრავლესობის გადაწყვეტილება პროდასავლური განვითარებული საქართველოს შესახებ.

ჩვენ გამოვგლეჯთ „ქართულ ოცნებას“, ჩვენს სურვილს, რომ ვიყოთ დასავლური სამყაროს ნაწილი, რომ ჩვენს დიპლომატებს არათუ ვუსმენდეთ, არამედ ვიყოთ გვერდში და ვიცავდეთ ჩვენი ქვეყნის უსაფრთხოებას. მე დარწმუნებული ვარ, რომ 2 ოქტომბერს ეს ზუსტად ასე იქნება“, - განაცხადა ელენე ხოშტარიამ.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა